Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

Mundus Vini 2016-ის გამარჯვებულები გამოვლინდა

Mundus Vini-ს მე-18 გამოშვების გამარჯვებულები გამოვლინდა. მათ შორისაა 11 ქართული ღვინო, რომელთაგან 4-მა ოქროს, ხოლო 7-მა - ვერცხლის მედალი მოიპოვა. 

Mundus Vini გერმანიაში ღვინის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და გავლენიანი კონკურსია, რომლის მთავარი ფოკუსია ღვინის ხარისხი და გაყიდვები. კონკურსი 2001 წლიდან ტარდება წელიწადში ორჯერ, გაზაფხულისა და ზაფხულის სეზონზე. მასში მონაწილეობას იღებს ათასობით ღვინო მსოფლიოს მეღვინეობის ყველა ძირითადი რეგიონიდან. კონკურსში სამი სახეობის ჯილდო გაიცემა - დიდი ოქროს, ოქროსა და ვერცხლის. 

მაღალკვალიფიციური ჟიური დაკომპლექტებულია ენოლოგებით, ღვინის მწარმოებლებით, ღვინით მოვაჭრეებით, სომეელიეებითა და ღვინის ჟურნალისტებით, რომლებიც საკონკურსო პროდუქციას ბრმა დეგუსტაციაზე აფასებენ შემდეგი კრიტერიუმების საფუძველზე - პროდუქტის კატეგორია, წარმოშობა, ხარისხის დონე და გემო. ღვინოები ფასდება საერთაშორისო პრაქტიკაში მიღებული 100 ქულიანი სქემის მიხედვით, რომელიც ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV)  მიერაა აღიარებული. 

Mundus Vini 2016-ზე წარმოდგენილი იყო 5000-ზე მეტი ღვინო მსოფლიოს მეღვინეობის 149 რეგიონიდან. ჟიური ღვინის 160 ექსპერტს აერთიანებდა. სულ 2063 ჯილდო გაიცა, აქედან 39 - დიდი ოქროს, 960 - ოქროს და 1064 - ვერცხლის მედალი. 

ჯილდოების დიდი ნაწილი ევროპის რეგიონებზე გადანაწილდა. ქვეყნებს შორის ლიდერობს იტალია. აქაურმა ღვინოებმა, საერთო ჯამში, 500 მედალი მოიპოვა. ჯილდოების რაოდენობით მეორე ადგილზე მოხვდა ესპანეთი, რომელმაც 470 მედალი წაიღო შინ, პორტუგალიამ - 265 ჯილდო დაიმსახურა. 

ქართულ ღვინოებს შორის, როგორც წესი, მთავარი აქცენტი საფერავებზე გაკეთდა. გამარჯვებული 11 ღვინიდან 10 - სხვადასხვა ადგილწარმოშობისა და ტიპის საფერავია. 

ოქროს მედლები მოიპოვეს შემდეგმა ღვინოებმა: მუკუზანი 2014 და საფერავი 2014 („ბადაგონი“), მეტეხი მუკუზანი 2013 (კორპორაცია „ქართული ღვინო“), საფერავი ბიო 2008 (კომპანია „შუმი“). 

ვერცხლის მედლის მფლობელი გარდა კორპორაცია „ქინძმარაულის“ ორი ღვინო - ყვარელი 2013 (საფერავი), 16/16 (შემაგრებული საფერავი) 2012, GWS „თამადას“ საფერავი 2013 და ნაფარეული 2013, კომპანია „შუმის“ მუკუზანი 2014, Ilerco 2014 (საფერავი) და „შატო მუხრანის“ რქაწითელი - 2014. 

შეგახსენებთ, რომ Mundus Vini-ს ფარგლებში დაჯილდოებულ ღვინოებს ყოველწლიურად განსაკუთრებული პატივი ერგება - ისინი Prowein Dusseldorf-ზე მასშტაბურ პრემიუმ ზონაშია წარმოდგენილი. ეს ზონა, შეიძლება ითქვას, იმპორტიორებისა და დისტრიბუტორების მთავარი „სამიზნეა“. წელს Prowein Dusseldorf 13-15 მარტს ჩატარდება. 

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული