Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

Food Fun Travel-ის რჩეული ღვინოები “ახალი ღვინის ფესტივალზე”

Food Fun Travel ორი მოგზაურის ვებგვერდია, რომლებიც დიდხნიანი მოგზაურობის შემდეგ საქართველოში დაფუძნდნენ, დაქორწინდნენ და ტურ კომპანიაც გახსნეს. ტომ უილიამსი სომელიე და ღვინის ექსპერტია, რომელიც უკვე 200-ზე მეტ ღვინის მარანს ესტუმრა საქართველოში. როგორც მათ გვერდზე ვკითხულობთ, შაბათს მთლიანობაში 18 მწარმოებლის 71 ღვინო დააჭაშნიკეს: “თამამად შემიძლია ვთქვა, რომ უმრავლესობა კარგი ღვინო იყო, ყველას განსხვავებული და სასიამოვნო მახასიათებლები ჰქონდათ, რაც მათ საკმაოდ საინტერესოს ხდის. ფესტივალზე ჩვენ ძირითადად საშუალო ზომის ან უფრო დიდი მწარმოებლების ღვინოები გავსინჯეთ. მიუხედავად იმისა, რომ შეფასებისას ვცდილობთ მაქსიმალურად ობიექტურები ვიყოთ, ფესტივალის გარემო არ არის იდეალური დეგუსტაციისთვის.” 

ქვემოთ ჩამოვლილი ღვინოების უმრავლესობა საუკეთესოთა სიაში შედის, თუმცა, როგორც Food Fun Travel წერს, ფესტივალზე უამინდობის გამო ჩვეულებრივზე უფრო ცოტა ხანს დარჩნენ და ამის გამო შესაძლოა ბევრი ღვინო გამოეპარათ კიდეც. 
1. “უდაბნოს ღვინო”, დანახარული 2022 - ეს ახალი მეღვინეობაა, რომელთაც ფესტივალზე პირველი მოსავლის ღვინოები ჰქონდათ წარმოდგენილი და ძირითადად იშვიათ ვაზის ჯიშებზე მუშაობენ: “ფესტივალზე გასინჯულ ღვინოებს შორის ეს საუკეთესო იყო. მოუთმენლად ველი მათი მომავალი მოსავლის ღვინოებს” - წერს ავტორი. 

2. “მილდიანი”, რქაწითელი 2018 - ქვევრში 6 თვიანი, ხოლო კასრში 18 თვიანი დაძველებით. მასში ძლიერად არის წარმოჩენილი ხმელი ბალახებისა და ყვავილების კომპლექსური ბუკეტი, იკიტხება მუხისა და სანელებლების ნაზი სურნელებიც. ღვინო სკამაოდ ნაზი და ხავერდოვანია, გაჯერებულია რბილი და მწიფე ტანინებით. 

3. “ტოგონიძის მეღვინეობა”: “ეს მარანი უცნობი არ არის ჩემთვის, ხშირად ვყოფილვარ მათი სტუმარი თელავში. მწვანე/რქაწითელი/ქისი 2020, ქისი 2021 ძალიან მომეწონა,  2021 წლის ბუდეშური საფერავი, კი ფესტივალის მეორე საუკეთესო ღვინოა” - ამბობს ტომ უილიამსი. 

4. “ბინა 37”, მწვანე 2022 - საიამოვნო, ცოცხალი ღვინოა, რომლის მირთმევათ დაძველების გარეშე, ახალგაზრდობაში სჯობს. 

5. “39 ქვევრი”, გორული მწვანე, 2022

6. “მოსავალი პირველი”, გორული მწვანე 2019 - აქვს ვაშლის, შებოლილი ტონები. იგრძნობთ ვანილისა და თეთრი ხილის არომატებს. 

7. “მოსავალი პირველი”, საფერავი, 2018 

8. Koncho & Co -ის რამდენიმე ღვინოს ასახელებენ. მცვივანი, 2019, ოჯალეში/საფერავი 2020 და ქარვისფერი (რქაწითელი/ქისი/ხიხვი/კახური მწვანე/ მცვივანი 2020)

9. “ზანაგურა” (რარე) - აქაც სამ რჩეულ ღვინოს გამოყოფს: ხიხვი 2021, საფერავი 2020 და საფერავი როზე 2018: “ძალიან გემრიელი, საინტერესო, ცოცხალი და სასიამოვნოდ დასალევი ღვინოა, რომელიც განსაკუთრებით მოუხდება ზაფხულს”- ვკითხულობთ სტატიაში. 

10. “მარბანო”, საფერავი 2022. ვრცლად გაეცანით Food Fun travel-ის ვებგვერდზე

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული