Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

Broadway-ის რჩეული ქართული ვარდისფერი ღვინოები

მზიანი ზაფხულის დღეები მოდის, თბილი საღამოები, მეგობრების შეკრებები და გემრიელი კერძების დროც დგება. Broadway World კი მკითხველს ქართული ღვინის შესახებ უყვება, აცნობს იმ ვაზის ჯიშებს, რომლებიც ვარდისფერი ღვინოების დასამზადებლად გამოიყენება. 

თავდაპირველად საფერავზე წერს, ამბობს, რომ ერთ-ერთი ყველაზე მრავალმხრივი ჯიშია მსოფლიოში და მისგან ღვინის სხვადასხვა კატეგორიის დამზადება შეიძლება: “ცნობილი და გამორჩეული ჯიშია საფერავი, რომელიც საქართველოს ვენახების დიდ ნაწილზეა გაშენებული. საფერავი ძირითადად გამოიყენება წითელი ღვინის დასამზადებლად, ტანინებით, მჟავიანობითა და მშვენიერი არომატებით გამოირჩევა. ეს არის მრავალმხრივი ყურძენი, რომელიც გამოიყენება უნიკალური ვარდისფერი ღვინოების შესაქმნელად იდეალურია. ყველაზე ხშირად დეგუსტაციისას ამოიცნობთ  წითელი და შავი ხილის ნოტებს, ყვავილებისა და სანელებლების სურნელებს. საფერავის როზეს დამახასიათებელი, გამაგრილებელი მჟავიანობაც აქვს”.

სტატიაში კიდევ ერთ ვაზის ჯიშზე წერენ, ეს არის ალექსანდროული: “ალექსანდროულისგან ძალიან გამორჩეული და გემრიელი ვარდისფერი ღვინოები მზადდება. ვაზის ამ ჯიშის რთველი ჩვეულებრივზე უფრო გვიან ეტაპებზეა, რადგან ალექსანდროული უფრო ნოტიო კლიმატში ხარობს. ყურძნისგან ტკბილი და ხალისიანი ვარდისფერი ღვინოები მიიღება”. ქვევრის მეთოდსა და მუჯურეთულისნ შესახებ საინტერესო ინფორმაციასაც წაიკითხავთ. ბოლოს ორ რჩეულ ვარდისფერ ღვინოს უზიარებს ავტორი მკითხველს:

“პატარიძის მარანი” რაჭული 2022 - “ალექსანდრეულისა და მუჯურეთულის ნაზავია, ეს ვარისფერი ღვინო ღია ლალისფერით ხასიათდება, რომელიც ვარდის ნაზი ფურცლების ფერს ჰგავს.  ღვინოს აქვს ველური ვარდის და ჟოლოს არომატები, რომელიც აღფრთოვანებს ვარდისფერი ღვინის ყველა მოყვარულს! ღვინო გამოირჩევა კენკრის ნოტებით და ყვავილების არომატით, რომელიც ტკბილი და მჟავე დაბოლოებით ხასიათდება”.

დუგლაძის საფერავი 2021 წელი - ეს საფერავის ვარდისფერი ნახევრად მშრალი ღვინოა. ამ ღვინოს ტკბილი მარწყვისა და ჟოლოს არომატი აქვს. იგრძნობთ ტკბილი კენკრის ნოტებსაც. დუგლაძის როზე აუცილებლად გაგიხარებთ გულს ზაფხულს ცხელ ამინდებში” - წერს ავტორი სტატიაში.

© ღვინის კლუბი/vinoge.com



ცოტა უკეთ გაცნობოდა ქართული ვაზის ჯიშებს რა იქნებოდა? დაილია ვარდისფერი ღვინისთვის ყურძენი? ორი ღვინო გვეყოფა ქართველებს? სადაა თავკვერი, ორბელური ოჯალეშ, ჩხავერი...

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული