Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

22 ივლისს ცაგერში რაჭა-ლეჩხუმის ღვინის ფესტივალი იმართება

შაბათს, 22 ივლისს, წელს უკვე მეორედ რაჭა ლეჩხუმის ღვინის ფესტივალია დაგეგმილი, რომელიც ლადო ასათიანის სკვერში გაიმართება. ფესტივალზე ღვინის მოყვარულები, ექსპერტები და ენთუზიასტები რაჭა-ლეჩხუმის ღვინის მარნების ღვინოების დაჭაშნიკებას შეძლებენ. ღონისძიების ფარგლებში ბევრი სხვა აქტივობაა დაგეგმილი, მათ შორის შედგა ერთ კვირიანი სასწავლო პროცესი, რომელიც აპრილში ჩატარდა. ფესტივალზე 22 ივლისს 65 მცირე და დიდი მარნის პროდუქცია იქნება წარმოდგენილი, რომლებსაც შეეძლებათ ქართული ღვინო არა მხოლოდ ქართველ ღვინის ექსპერტებსა და სომელიეებს, არამედ იტალიდან მოწვეულ სტუმრებსაც გაასინჯონ.

ფესტივალისთვის მზადება მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო, როდესაც რაჭა-ლეჩხუმის ფერმერებსა და მეწარმეებს ერთკვირიანი პროფესიული სასწავლო კურსი გავლის შესაძლებლობა მიეცათ. მის ფარგლებშიც დარგში მოღვაწე წამყვანმა ქართველმა სპეციალისტებმა მონაწილეებს მევენახეობის, ექსპორტის პროცედურების, მარკეტინგის, ბრენდირებისა და საექსპორტო გაყიდვების სტრატეგიების შემუშავების მიმართულებით გაუზიარეს თავიანთი ცოდნა.

ფესტივალის წინა დღეს, 21 ივლისს სომელიეს მასტერკლასი, კიდევ ერთი აქტივობა იგეგმება, რომელშიც რაჭისა და ლეჩხუმის ძალიან ბევრი მარანია ჩართული. სალომე თალაკვაძე, ფესტივალის ორგანიზატორი, შარშანდელი ფესტივალის შედეგებზეც საუბრობს: “პირველ რიგში დავინახეთ, რომ მათ სჭირდებათ ბევრი ინფორმაციის მიწოდება პროფესიონალებისგან და ზუსტად ამიტომ ჩავატარეთ ტრენინგები აპრილში. ჩემი აზრით, ღონისძიების მნიშვნელოვანი ნაწილია ისიც, რომ აქ მეღვინეები ფესტივალზე მონაწილეობის ძალიან დიდ გამოცდილებასაც იღებენ, როგორ უნდა წარდგნენ, როგორ უნდა მოამზადონ თავიანთი ღვინო და ა.შ.

როგორც ორგანიზატორი აღნიშნავს, შარშანდელი ფესტივალი, რომელიც გარკვეული თვალსაზრისით საკონკურსო სახით იყო, უკვე წინაპირობა გახდა იმისა, რომ სამომავლოდ ამ მარნებს გაეუმჯობესებინათ შეფუთვა, ღვინის ხარისხი, ეტიკეტი და ა.შ. ყველა ფესტივალი იმის საწინდარია, რომ მომავალ წელს ღვინო უფრო კარგი ხარისხითა და დიზაინით წარდგეს. 

რაჭისა და ლეჩხუმის ღვინოებზე ადგილობრივ ბაზარზე საკმაოდ დიდი მოთხოვნაა, თუმცა კახეთის რეგიონი ამ თვალსაზრისით მაინც უფრო აქტუალურია.  სალომე თალაკვაძე ფესტივალის მიზნებსა და იდეაზეც საუბრობს: “ჩვენი მიზანიც ეს იყო, რომ ფესტივალის მეშვეობით რაჭა-ლეჩხუმის მხარისთვის უფრო მეტი პოპულარიზაცია გაგვეწია, ამასთანავე, იტალიელი სომელიეებიც გვსტუმრობენ, რომელთაც დიდი სურვილი აქვთ კონკრეტულად რაჭისა და ლეჩხუმის ღვინოები უფრო უკეთ გაიგონ და აღმოაჩინონ.”

ფესტივალზე დასწრება თავისუფალია, მისვლა ყველა ღვინის მოყვარულს, სომელიეს, ოსტატსა და ენთუზიასტს შეეძლება. ღონისძიების ფარგლებში ჩატარდება ღვინის მასტერკლასები და მოეწყობა სხვადასხვა სახის აქტივობები რეგიონის გასტრონომიული თავისებურებების წარმოსაჩენადაც. ფესტივალი AKIN-ის კონცერტით დაიხურება. 

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული