Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

15 ოქტომბერს, გურჯაანის ღვინის მეოთხე ფესტივალი

ელენე ცინცაძე

გურჯაანის ღვინის ფესტივალი 3 წლის შემდეგ ისევ იმართება 15 ოქტომბერს, ახტალის პარკში. ფესტივალზე 300-ზე მეტი ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია იქნება წარმოდგენილი, იქნებიან დიდი და პატარა მარნები. ადგილზე 4 განსხვავებული სცენა იქნება, ფესტივალზე  სხვადასხვა მუსიკოსი და ბენდი დაუკრავს. ღვინის გაყიდვა/დაჭაშნიკებასთან ერთად გასართობი აქტივობები, შეჯიბრი და კონკრუსი იგეგმება. უნდა ითქვას ისიც, რომ პირველად  International Wine & Spirit Competition ჩატარდება საქართველოში და კონკურსზე მეღვინეები ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს ჯილდოებისთვის იბრძოლებენ. გურჯაანის ღვინის ფესტივალი ძალიან მნიშვნელოვანია განსაკუთრებით იმ მარნებისთვის, რომლებიც საზოგადოებისთვის არც თუ ისე ცნობილია: “ჩვენი კონცენფციიდან გამომდინარე, რადგანაც ჩვენი ღვინოები მხოლოდ ონლაინ იყიდება და მაღაზიებში არ გვაქვს გატანილი, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ფესტივალს ცნობადობის ამაღლების კუთხით. იქ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ ჩვენი ღვინო დააჭაშნიკონ და ჩვენი მარნის შესახებაც უფრო მეტი გაიგონ. გურჯაანის ღვინის ფესტივალში პირველად ვიღებთ მონაწილეობას და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ უფრო მეტ ადამიანებს სხვადასხვა რეგიონებიდან გავაცნობთ ჩვენს ღვინოებს. “- აღნიშნავენ “ველეულა”-დან.

გურჯაანის ღვინის ფესტივალი იქ დამსწრე სტუმრებს საშუალებას მისცემს უკეთ გაიცნონ არამარტო სხვადასხვა კატეგორიის ღვინოები, არამედ კახური, რეგიონალური კერძები და ტკბილეულობა. მისი მნიშვნელობის შესახებ “ნონიას მარანიც” აკეთებს კომენტარს: “ეს ფესტივალი, პირველ რიგში, მარნებისა და  მასთან ერთად ქართული ტრადიციებისა და ღვინის კულტურის პოპულარიზაციას ეწევა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ცნობადობას მატებს საზოგადოებაში კახეთის კულტურასაც. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ღვინისა და მარნების გარდა ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება რეგიონალური კერძები, ტკბილეულობა, სხვა ალკოჰოლური სასმელი. ეს ყველაფერი კი ერთად მთლიანობაში სტუმრებისა და ღვინის მოყვარულთათვის ძალიან საინტერესო კონცეფციას ქმნის.

აღსანიშნავია, რომ ფესტივალი 2019 წლის შემდეგ არ ჩატარებულა. ამის მიზეზი კი ეპიდემია იყო, რის შემდეგაც განსაკუთრებით მასშტაბური იქნება წლევანდელი ღონისძიება: “ფესტივალი 2019 წლის შემდეგ არ ჩატარებულა. ორი წელი იძულებითი პაუზა გვქონდა პანდემიის გამო, წელს უკვე მეოთხეჯერ ტარდება. მოლოდინი ძალიან დიდი გვაქვს ყველას. უნდა ითქვას, რომ ფესტივალი ყოველწლიურად მზარდი იყო. პირველად 2017 წელს ჩატარდა და მაშინ დაახლოებით 30 ღვინის კომპანია იღებდა მონაწილეობას. წელს ეს რიცხვი  ფაქტობრივად სამჯერაა გაზრდილი. 2019-ში 200-მდე მონაწილე იყო, წელს კი უკვე 300-ს გავცდით, შესაბამისად ეს დინამიკაც გვაჩვენებს, რომ ფესტივალი ყოველწლიურად მზარდია და ჩვენი პასუხისმგებლობაც კიდევ უფრო იზრდება. წლევანდელი წელი, გადავწყვიტეთ, ფიროსმანს და ღვინით შთაგონებულ ადამიანებს მივუძღვნათ, გვინდოდა, რომ ეს ერთგვარი დაბრუნება კიდევ უფრო მასშტაბური ყოფილიყო.” - აღნიშნავს გურჯაანის ღვინის ფესტივალის ორგანიზატორი ეკა ცისკარიშვილი.

ფესტივალის ფესტივალის პარტნიორია USAID ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა. მარკ მაკკორდი, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელი აღნიშნავს,რომ ფესტივალი იმ მეღვინეებისთვის, რომლებიც ღვინის ტურიზმის სფეროში კახეთის გარდა სხვა რეგიონებშიც არიან ჩართულნი, განსაკუთრებული შესაძლებლობაა:  „USAID ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა მხარს უჭერს გურჯაანის ღვინის ფესტივალს საქართველოს სხავდასხვა რეგიონებიდან, მათ შორის გურიის, აჭარის და იმერეთის რეგიონებიდან ოცდაათამდე მცირე მარნებისა და მეწარმეების მონაწილეობით. აღნიშნული ინიციატივა არამხოლოდ შემატებს ფესტივალს ღირებულებას, არამედ გაზრდის ფესტივალში მონაწილე მარნების კონკურენტუნარიანობას და მათ გაყიდვებს. გურჯაანის ღვინის ფესტივალი შესანიშნავი შესაძლებლობაა იმ მეღვინეებისთვის, რომლებიც კახეთის რეგიონის გარეთ ჩართულნი არიან ღვინის ტურიზმისა და სტუმართმასპინძლობის სფეროში, რადგან ფესტივალის ფარგლებში ისინი ქვეყნის მაშტაბით 300 მეღვინესთან ერთად საკუთარ პროდუქციას 30 000-მდე (ოცდაათ ათასამდე) პოტენციურ მომხმარებელს გააცნობენ. გურჯაანის ღვინის ფესტივალის მხარდაჭერა ერთ-ერთია იმ ინიციატივებს შორის, რომელსაც USAID ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა ახორციელებს გასტრონომიული და ღვინის ტურიზმის სექტორის პოპულარიზაციის მიზნით”.

ფესტივალზე წარმოდგენილი იქნებიან შემდეგი მარნები:

მეფარიშვილის მარანი, ქართული ღვინის მემკვიდრეობა , მეღვინეობა ბერიკა, ვაზისუბნის მარანი, ვაჩნაძიანის ველი, მეღვინეობა ამაღლება, შათირიშვილის, მარანი, Bagratis wine, Brothers cellar, Wine House (Lali) / ლალი სოზაშვილი, გუგოშვილების მარანი, MTSVANE ESTATE, mukhiguli, Mukuzani Wine Cellar, wine vell, ა(ა)იპ საქველმოქმედო კავშირი თემი, ავთანდილ ბედენაშვილის მარანი, ალექსანდრე დისტილერი, Danowinery, ანდრონიკაშვილის ბიო მარანი, თედოს ღვინო, მარანი ბაზიერი, გაბრიელის ღვინო, გზირიანის მარანი, ქვის ხურო, გივის მარანი, გიორგი მანჩხაშვილი, მარანი თამარისი, გლეხური ნაწარმი ვასო ხაჩიძის მარნიდან, გურამ ტყეშელიაძის მარანი, გურჯაანი 1929, დავით მიხელიძის, საოჯახო მარანი, მონასტრის ნობათი, ექიმის ბიო-მარანი, ველეულა, მამა ტიმოთეს მარანი, ზურაბ კვირიაშვილი ვენახები, Tavankari, თამარის მარანი, თევდორაშვილების მარანი, შარაშიძის მარანი, VERHVIANI  WINE, WINE HOUSE GURJAANI, ვინოვიტა, მშვიდი ღვინო, მარანი მტრედიანი, კომლი, LaVina Wines, მომღერალი ბოთლები, ღვინო დამერე, წითელი ვარდი -Red Rose, იასე, კოკორაშვილი მარანი, იასეს მარანი, ილასეული მარანი, ილია მაჭარაშვილის ღვინო, ნონიას მარანი, საროს ღვინო, ვარდიაშვილების საოჯახო მარანი, ღვინილი, გურული, Natenadzewines, ზურაბ ალექსიძე, Chalamoti, ომიაძეების ღვინო ხაშურიდან, ბაწაშვილის მარანი, საოჯახო მარანი ,,ფერსვი 8000'', პეტრიაანთ მარანი, burjanadze wine celler, კარდანახის მამული, Doctors wine, ლაშა შუბითიძის მარანი, ბედისეული, ლომთაძეების მარანი, მაისურაძეების მარანი, მეღვინეობა რტონი, მეღვინეობა შათირი, ჯანაანის ღვინის მარანი, ნინოს მარანი, მარიკაშვილების მარანი, ნაგუთნები, ნიკოლაშვილების მარანი, ნუმისი, გოგოსაშვილების ღვინო, ოყურეშის მარანი, პავილიონ ვაინსი, საოჯახო მარანი"ლაგვანი", “ჭანდარი” ღვინის ქარხანა, კოტეხი - გურჯაანის ღვინის ქარხანა, Subel wine, ტალერის ტერასები, უზუნაშვილების მარანი, ღვინის კომპანია -winwinari, ღვინო - ნაპირელი, შილდური, ბერიანიძის მარანი, გივის მარანი, MARANI VAZIS XIDI, მართალი ღვინო, როშა, ფოლოუ, ქუმბათი, შალოშვილის მარანი, საწნახელი, სოფოს, შალვინო, შატო მუკუზანი, შატო ხარიტონა, შოთიკო ებანოიძის მარანი, ნაღდი მარანი, ქართველი, ხვთისია, დამარჩინეს მამული, ბუნებური, დუგლაძეების ღვინის კომპანია, ეიფორია, ვარდიაშვილის ოჯახის ღვინო, თამარისი, თინათინის მარანი, იას საოჯახო მეღვინეობა, ინვინო, კაკაბური, კამბისენე, კარდენახი 1888, მარის ღვინო, მენაბდის მარანი (LTD Menabde Winery), ნიამორი, ორილო, პარვუს სელარი, პონგინო ვაინ, რეალ სერვისი, ქართული ღვინის გილდია, ქვევრი, ქვევრის ღვინის მარანი, ქიზიყური ტრადიციული, ღვინის მარანი 1895, შატო თელავი, ცანკას ღვინო Tsanka's Wine, ძმები ხუციშვილები, ხაოს მარანი, ხირხა, ბარბალეს მარანი, ჩალაბრიანი, ჯიღაურების მარანი, პრომეთესჰაუსის ღვინის მუზეუმი, მუკუზნის, მარანი, ცქრიალა ღვინო Vel Vino, ვახო ოქრუაშვილის მარანი, უტიას მარანი, ნასრაშვილების მარანი, ველის ვაინ, ოთხი და, მევენახეობისა და მეღვინეობის, ასოციაცია ,,არხილოსკალო", გრუზვინპრომი, აკაკი ხორავას მარანი, თინათინ ნადირაშვილი, რთველისი, ვაზის კალამი, ზავრაშვილების მარანი, გია ამისულაშვილის ღვინო, ასულთ სალხინო, მოსმიერი, ჭოხონიაური, ალაზანი, ქეთევაინ, ლევანის მარანი, თელიანი ველი, კახური ღვინის მარანი, ავთადილი, მარანი წერეთელი, WINERY NIOSEBI, იმერეთის მარგალიტი, დიმის ფერდობი, ბუხუტას მარანი, ბოლნისის ოქროს საწმისი, Marbano, გიორგი ხმელიძე  KHMELO, WINERY, Nekresi estate, Etho wines, გურჯაანი ვაინერი, მზის თვალი , Menabde Winesee, ვაჟა დავითაძის მარანი, ნოდარ შერვაშიძის საოჯახო მარანი, ლადო შავიშვილის მარანი, ძმები ავალიანების მარანი, შატო კვირიკე, Family Wines and Spirts, მარანი ნატურალისტი, მეღვინეობა ჭურისთავი, ზემარანი, ბალავარი, თამადელა, ბოლერო, კახური ტრადიციული მეღვინეობა KTW, თბილღვინო, ვილლა მოსავალი.

როგორც ორგანიზატორები წერენ, ფესტივალის მიზანი ღვინის ტურიზმის გვანვითარების ხელშეწყობა და ღვინის კულტურისა და ქართული ტრადიციების უფრო უკეთ გაცნობაა როგორც უცხოელი, ისევე ქართული საზოგადოებისთვის. 

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.