Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

13 მაისი, 2017 წლის ახალი ღვინის ფესტივალში მონაწილე ღვინის კომპანიები ცნობილია


საქართველოს ღვინის კლუბი უკვე მერვედ ჩაატარებს ახალი ღვინის ფესტივალს, რომლის მთავარი მიზანიც ქართული ღვინის პოპულარიზაცია, საქართველოში ღვინის განათლების დონის ამაღლება და სამომხმარებლო კულტურის გაზრდაა.

13 მაისს ახალი ღვინის ფესტივალი ჩატარდება, მთაწმინდის პარკში. 11:00-დან 18:00 საათამდე მცირე / ოჯახური, საშუალო და დიდი მეღვინეობები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ფესტივალის სტუმრებს წარუდგენენ 2016 წლის მოსავლის ღვინოებს. სტუმრებს მთელი დღის მანძილზე საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ღვინის დღესასწაულში და დააგემოვნონ საუკეთესო ღვინოები. ფესტივალზე დასწრება თავისუფალია.

2017 წლის ახალი ღვინის ფესტივალზე მონაწილეობას მიიღებს 113 კომპანია - დიდი, საშუალო და მცირე მეღვინეობები, ასოციაციები, სახელმწიფო ორგანიზაციები, ღვინის ბარები და მცირე მეწარმეები. ფესტივალის მონაწილე საოჯახო მარნების სიაც ერთ კვირაში გამოქვეყნდება.

წარმოგიდგენთ  2017 წლის ახალი ღვინის ფესტივალის მონაწილე ღვინის კომპანიებს:

ასოციაცია ბუნებრივი ღვინო

ამირან ვეფხვაძის მარანი

ალაფიანის მარანი

ალექსანდრე დისტილერი

არჩილ გუნიავას მარანი

ასკანელი ძმები

ატენური - გიორგი რევაზაშვილის მარანი

ახმეტის ღვინის სახლი

ბაბანეურის მარანი

ბექა გოძაცის მარანი

ბინა #37

ბრუალე

გაიოზ სოფრომაძის მარანი

გიუაანი

გოდერძიშვილის მარანი

დასაბამი

დორემი

ეთნო

ენეკ პეტერსონ

ერისთავი

 ვაზიანი კომპანი

ვარციხის მარანი

ვახტანგ ბერუაშვილის მარანი

ვინო მარტვილე

ზეკარი

თბილღვინო

თელა

თელიანი ველი

იბერიელი

იმერული ღვინის კომპანია

კახაბერ ბერიშვილის მარანი (ართანული ღვინო)

კახელები

კახური

კახური ტრადიციული მეღვინეობა

კიდევ ერთი

კორპორაცია ქინძმარაული

კორტავების მარანი

ლაგაზი

ლექსოს მარანი 

ლოლაძეების საოჯახო მეღვინეობა

ლუკასი

მაკარიძის მარანი

მანაგაძეების ღვინის კომპანია

მარანი მიშო პაპა

მარანი ნიკა

მარანი სანავარდო

მარანი ძველ უბანში

მათიაშვილის მარანი

მეღვინეობა გუდა

მეღვინეობა ხარება

ნაოტარი

ნაოტრები

ნიკალას მარანი

ნიკა ვაჩეიშვილის მარანი

ნიკი ანთაძის მარანი

ნოდარ ბაღაშვილის მარანი

ოქროღვინო

ოყურეშის მარანი

პატარიძეების რაჭული

ნიკოლაძეების მარანი

როიალ ხვანჭკარა

საგვარეულო მარანი

საოჯახო მარანი „ოდა“

საქართველოს სული

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი

საქველმოქმედო კავშირი თემი

საწნახელი

სიმონ ჩხეიძის მარანი

სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი

ტანინი

ტიფლისკი ვინნი პოგრებ

ტიბაანი                                                                                                                     

ტოგონიძის ღვინო

ფაფრის ველი

ქართული ღვინოები

ქართული ღვინის მემკვიდრეობა

ქვევვრი ამორის

ქვიბარი (ბურჯანაძე-შანიძის მარანი)

ქინძმარაულის მარანი

ღვარძელაშვილის მარანი

ღვინის ქურდები

ციხელიშვილის მარანი

ყაჭიური ვინიარდზ

ყვარლის ედემი

შალვინო

შატო ხაშმი

შუმი

შენი ღვინო

ჩვენი ღვინო

ძმების მარანი

ხოხბის ცრემლები

ჯაყელების ორგანული ვენახი და ღვინოები

ჯივაინი

Cradle of Wine

ახალი ღვინის ფესტივალი 2017ის მონაწილე სხვა კომპანიები:

ტაბლა ნოვა

კოლორპაკი

ენოგრუპი

გლასგო ჯორჯია

ღვინის კლუბი

ქარვის ბარი

ღვინის სამშობლო

Culinarium Khasheria

Tiki

Keiko&Maika

ზანდური

ტრადიციული და თანამედროვე ხელნაკეთი ნივთების გამოფენა ფესტივალზე:

ქართული სუფრა ნიკოლოზ ნუცუბიძისგან

ტრადიციული მოდის სახლი

ფოტია

სათემო კავშირი ნუკრიანი

Woodson

Nenem Accessories

Lorina Art

IrenDesign Handmade

გოგოლაძეების თიხისა და ხის ნაკეთობები

ახალი ღვინის ფესტივალი 2017, როგორც ყოველთვის, დაიწყება ქვევრის საზეიმო გახსნით. ფესტივალის მუსიკა:  რეზო კიკნაძის ჯაზბენდი, „ბენდი ნალი“ და ფოლკლორული ანსამბლი "დიდგორი", ხონის სახალხო სასულე ორკესტრი.

ფესტივალზე ღვინის კლუბისგან გათამაშდება 8 ცალი 10 ლიტრიანი საუკეთესო საფერავით სავსე სასაჩუქრე კასრი. ფესტივალზე სადეგუსტაციო ჭიქის შეძენისას გადმოგეცემათ გათამაშების ბილეთი, რომელიც უნდა ჩააგდოთ ქვევრში. 13:00, 14:00, 15:00 საათზე გამოვლინდებიან გამარჯვებულები ქვევრიდან შემთხვევითობის პრინციპით ამოღებული ბილეთით. ღვინის კლუბის ჯილდო „ელიბო“-ს საზეიმოდ გადაცემა ღვინის კომპანიებს. ფესტივალზე  მოსულ სტუმრებს, Giffer -ის სტენდებთან, საშუალება ექნებათ გადაიღონ სამახსოვრო მოძრავი ფოტოები და პირდაპირ ფესტივალის ადგილიდან გაზიარონ. ფესტივალზე გაიმართება ტრადიციული და თანამედროვე ხელნაკეთი ნივთების გამოფენაც. ფესტივალის სტუმრებს საშუალება ექნებათ საკუთარი ხელით შექმნან თიხის ნაკეთობები.

ახალი ღვინის ფესტივალი 2017-ის მხარდამჭერები არიან ღვინის ეროვნული სააგენტო, ქ. თბილისის მერია, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია. საინფორმაციო მხარდაჭერას უზრუნველყოფს რადიო უცნობი, რადიო JAKO FM, "მარანი" (vinoge.com), ღვინის საინფორმაციო ცენტრი. ღონისძიების პარტნიორია მთაწმინდის პარკი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა,  Caucasus Journey, Giffer.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, 2017



დიდი სურვილი მაქვს ვიმონაწილეო და ვერ მოვხი თქვენთან, ფეისბუქზე ველოდებოდი თქვენს გამოხმაურებას.. ჩემთვის უკვე გვიანია?


ეს ყვალაფერი კარგია,მაგრამ ნებისმიერი დარგი რაც უფრო პოპულარული ხდება საქართველოში, რატომ არის რომ ნეპოტიზმის ჭაობში იფლობა? განაცხადი მქონდა შეტანილი ფესტივალზე და ჯერ ხომ არც დაურეკიათ და მერე მე თვითონ როცა მოვიკითხე რა ხდება მეთქი მითხრეს ვერ მოხვდიო (არადა ყველასთან უნდა დაერეკათ, უარყოფითი პასუხის შემთხვევაშიც). ეხლა რა პრობლემაა ვერ მოვხვდი და ვერ მოვხდვი. ვეკითხები: რატომ ვერ მოვხვდი? პასუხია: ბევრი ღვინო იყო კახეთიდან და მხოლოდ საუკეთესოები ამოირჩიეს, რომლებიც 5 ბალზე მეტი იყოო. ვეკითხები: ჩემმა ღვინომ რამდენი ბალი აიღო? არ ვიციო. ალბათ 5-ზე ნაკლებიო. ეხლა მიდი და ნუ იფიქრებ რომ საერთოდ არ გაუსინჯიათ ჩვენი ღვინო (რომელიც ბიო-ღვინო იყო საერთოდ და ვიღაცეების მილიონჯერ სისტემურით ნაწამლი გავიდა სავარაუდოდ)


სავარაუდოდ არც გაუსინჯავთ.2014 წელს მქონდა მიტანილი ნიმუშები და დაწვრილებით ამიხსნეს, თუ რატომ ვერ მოხვდა ღვინო მონაწილეთა სიაში ( დაავადება მქროლავი ), მაგრამ ეს იყო 2014 ში.ახლა კი ოლიმპომდე ხმის მიწვდენა ძნელია :) ფესტივალის ორგანიზატორებო, არც თუ ისე ბევრი ბიო ღვინო იწარმოება საქართველოში, ჯობს ასე უყურადღებოდ არ მოექცეთ კანდიდატებს. ეს თქვენს რეიტინგს დააზარალებს, თორემ კარგ ღვინოს კარგი შემფასებელი ისედაც გამოუჩნდება.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული