Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

12 ქარვისფერი ღვინო საშემოდგომოდ - Decanter

ღვინის ყველაზე ცნობილი ჟურნალი Decanter მკითხველს 12 ქარვისფერ ღვინოს ურჩევს. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ამ ღვინოებს შორის ქართულს ვერც ერთს ნახავთ, თუმცა მაინც მნიშვნელოვანია ის, რომ ქარვისფერი ღვინო დღითიდღე უფრო მეტ ყურადღებას იძენს.

ავტორი წერს, რომ ცივი, შემოდგომის ამინდებისთვის იდეალურია ქარვისფერი ღვინის კატეგორია, რომელსაც ტექსტურისა და არომატების ძალიან კარგი და საინტერესო ბალანსი აქვს: “ამინდები ყოველ დღე იცვლება, მაგრამ ის, რაც წვიმიან და მზიან ამინდს თანაბრად უხდება, სწორედ ქარვისფერი ღვინოა - მას ძალიან ბევრ და გემრიელ კერძს შეუხამებთ”.

შემდეგ ქარვისფერი ღვინის დამზადების ტექნოლოგიას აღწერს და დასძენს იმასაც, რომ დურდოსთან და ყურძნის კანთან კონტაქტით ღვინო მართლაც უნიკალურ ფერსა და არომატს იძენს: “მაცერაციის ხანგრძლივობა მის ფერს განსაზღვრავს, ასე კი ტანინები მეტად გამოიხატება და არომატები იცვლება, ღვინოც უფრო ინდივიდუალური ხასიათის მატარებელი ხდება, რომელიც, განსაკუთრებით უხდება საშემოდგომო კერძებს. ის თვისება, რაც ქარვისფერ ღვინოს მართლაც აქვს არის ის, რომ ძალიან მრავალმხრივია” - ვკითხულობთ სტატიაში.

ინეს სალპინო, სტატიის ავტორი წერს იმასაც, რომ ქარვისფერი ღვინო 2021 წელს სწორედ იმ იდეის გამო “დაბრუნდა”, რომ მოსახლეობას მასობრივი წარმოების პროდუქტისგან თავის დაღწევა სურდა: “ეს სტილი პოპულარული გახდა ნატურალური ღვინის მოძრაობის მიმდევრებს შორის, რომლებმაც კომერციულ ღვინოს უარი განუცხცადეს.” - თუმცა ქარვისფერი ღვინის საწყისებსა და მის წარმოებასთან დაკავშირებით საქართველოზე არაფერს წერენ. ავტორი ახსენებს იმას, რომ ისეთმა ქვეყნებმა, როგორიცაა საქართველო და სლოვენია, ახალი აუდიტორია აღმოაჩინეს და მწარმოებლები წააქეზეს ღვინის ამ კატეგორიის წარმოებისკენ: “მეღვინეებმა პორტუგალიაში, ესპანეთსა და ჩილეში თავიანთი რეგიონების ისტორიის მიმოკლვევა დაიწყეს ქარვისფერი ღვინის წარმოებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით კი მათ, ვინც თიხის ჭურჭელში აყენებდა ღვინოს”. 

შემდეგ ამბობს იმასაც, რომ მნიშვნელოვანია ქარვისფერი ღვინისა და ნატურალური ღვინის ერთმანეთისგან განსხვავება და ნარინჯისფერი/ქარვისფერი ღვინო არ არის აუცილებელი ნებისმიერ შემთხვევაში ნატურალური მეთოდით იწარმოებოდეს. წერს ტანინებზეც და სტრუქტურაზეც. ავტორი აღნიშნავს, რომ ღვინის ეს კატეგორია განსაკუთრებით უხდება ყველის დაფას, შემწვარ ხორცს, მწვალიან კერძებსა და ბოსტნეულს. ახლა კი იმ რამდენიმე ღვინოს გაგაცნობთ, რომლებიც ავტორმა ამოარჩია:

  1. Quinta da Lapa, Fernão Pirão, Tejo, Portugal 2022 - აქვს ძალიან კომპლექსური არომატები, გამოირჩევა კამილის სურნელით. აქვს მხოლოდ 3 დღიანი კონტაქტი დურდოსთან.
  2.     Cantina Orsogna, Spiritus Terrae, Abruzzo, Italy 2021 - ნათელი, მსუბუქი ქარვისფერი ღვინო, რომელიც გამოირჩევა მწიფე მსხლის, მაგოსა და ვარდის წყლის სურნელით.
  3.     Parajes del Valle, Macabeo Maceración, Manchuela, Spain 2023 - აქვს ვარდისფერი გრეიპფრუტისა და ნესვის სურნელი. არის მსუბუქი, ტანინების ნაკლები დონით და არომატული ტონებით.
  4.     Crvik, Blasius, Dalmatia, Croatia 2022 - აქვს ძალიან კომპლექსური გემური თვისებები და არომატები. იგრძნობთ ტყავისა და სანელებლების სურნელსაც.
  5. Bonny Doon, Le Cigare Orange, ცენტრალური სანაპირო, კალიფორნია, აშშ 2024 - 92 ქულით შეფასებული ღვინო, რომელიც არის Grenache Blanc, Pinot Gris, Orange Muscat და Chenin Blanc-ის ნაზავი. არის ძალიან სურნელოვანი, აქვს ჰარმონიული და საინტერესო ბალანსი.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული