Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ბატკნის ჩიხირთმა

საჭირო მასალა: 1.5 კგ ბატკნის ხორცი, 4 კვერცხი, 2 ს.კ. ფქვილი, 3 თავი ხახვი, 1 კონა კამა, 1 კონა ქინძი, 1 ჩ.კ. ხმელი პიტნა, 0.5 ჩ.კ. კურკუმა, 1 ს.კ. კარაქი, 1 ს.კ. ძმარი, მარილი გემოვნებით.

მომზადება: 3-ლიტრიან ქვაბში მოვათავსოთ გარეცხილი და დაჭრილი ბატკნის ხორცი, დავასხათ ცივი წყალი და მოვხარშოთ. დუღილის დროს მოვქაფოთ. მოხარშული ხორცი ამოვიღოთ და ბულიონი გადავწუროთ. ხახვი წვრილად დავჭრათ და კარაქში მოვშუშოთ. შუშვის დროს დავამატოთ 100 მლ ბულიონის მოხდილი ცხიმი. გავთქვიფოთ კვერცხი ფქვილთან და ძმართან ერთად. დავუმატოთ მარილი, კურკუმა, 3 ჭიქა ბულიონი და მუდმივი მორევით წამოვადუღოთ. თანდათანობით დავუმატოთ დარჩენილი ბულიონი (დაახლოებით 2 ლიტრამდე შეივსება), თუ ბულიონი საკმარისი არ არის, დავამატოთ ადუღებული ცხელი წყალი, ხმელი პიტნა და მუდმივი მორევით მივიყვანოთ ადუღებამდე. ადუღებისთანავე დავუმატოთ დაჭრილი მწვანილი, ხორცის ნაჭრები, მარილი, ძმარი და ერთხელ წამოვადუღოთ.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.