Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი

2023 წლის 1-2 დეკემბერს, საქართველოში ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი უკვე მეშვიდედ ჩატარდება. კონკურსის მიზანი მსოფლიოსთვის საუკეთესო ქვევრის ღვინოების წარდგენა, ქვევრის ღვინის წარმოების და მოხმარების ხელის შეწყობა; სხვადასხვა ქვეყანაში წარმოებული ქვევრის ღვინის ცნობადობის ამაღლებაა.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ქვევრის* ღვინის მწარმოებლებს, მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან და რეგიონიდან. კონკურსში მონაწილე შეიძლება იყოს ღვინის საწარმო, ინდივიდუალური მეღვინე, კოოპერატივი ან მეღვინეთა გაერთიანება. კონკურსში მონაწილე კომპანიამ თუ კერძო პირმა ნიმუშები შემდეგი სახით უნდა წარადგინოს:

  • ღვინო ქვევრში უნდა იყოს დაყენებული, ქვევრში ღვინის დაყენების ტექნოლოგიის წესების დაცვით;
  • ღვინო უნდა იყოს გასაყიდად ბოთლში ჩამოსხმული, ეტიკეტირებული;
  • წარდგენილი ღვინის მინიმალური ნაშთი 400 ბოთლზე ნაკლები არ უნდა იყოს;

ბოთლის ეტიკეტი უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

  • მწარმოებელი კომპანიის სრული დასახელება
  • ღვინის დასახელება
  • ჩამოსხმის წელი
  • ყურძნის ჯიში/ჯიშები
  • რეგიონი/ქვეყანა
  • მოცულობა

წარდგენილი თითოეული ნიმუში უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

  • წარდგენილი უნდა იყოს ერთი დასახელების ღვინის 3 ნიმუში ( ბოთლი= 0.75ლ)
  • ბოთლს უნდა ჰქონდეს კომერციული ეტიკეტი
  • სარეგისტრაციო ფორმაში შეტანილი ინფორმაცია უნდა ემთხვეოდეს ეტიკეტზე დატანილ ინფორმაციას (მოსავლის წელი, დასახელება და ა.შ), შეუსაბამობის შემთხვევაში ნიმუში მოიხსნება კონკურსიდან;
  • ნიმუშები მოთავსებული უნდა იყოს ყუთში და ყუთს ზემოდან უნდა ეწეროს კომპანიის დასახელება
  • კომპანიას მაქსიმუმ შეუძლია წარადგინოს 10 სახეობის ღვინის ნიმუში, 10ზე მეტი არ დაიშვება

ნიმუშების მოტანამდე საჭიროა რეგისტრაცია გაიაროთ ასოციაცია “ქართული ღვინო”-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.gwa.ge, 2023 წლის 27 ოქტომბრამდე.

ნიმუშების მიღება:

პერიოდი: 16-27 ოქტომბერი;  12:00 -დან 16:00 საათამდე;

მის: ასოციაცია „ ქართული ღვინოს“ ოფისი– ზანდუკელის ქ. 7, 0108, თბილისი.

საკონკურსო ნიმუშების გამოგზავნის ბოლო ვადა არის 2023 წლის 27 ოქტომბერი.

*ნიმუშები, რომლებიც არ შეესაბამება საკონკურსო წესებს, უკან არ გაიგზავნება.

ნიმუშის საფასური და გადახდის მეთოდი:

ნიმუშის წარდგენის საფასური შეადგენს 70 ლარს დღგ-ს ჩათვლით.

მიმღების სახელი: ააიპ „ ქართული ღვინო“

მიმღები ბანკი: “ ს.ს. „თიბისი ბანკი“

ბანკის კოდი: TBCBGE22

მიმღების ანგარიში: GE62TB7055136080100006

დანიშნულება: ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსის მონაწილეობის საფასური.

*საგადახდო დავალება უნდა ატვირთოთ რეგისტრაციის დროს.

ნიმუშების მიღება და დასაწყობება:

ასოციაცია „ქართული ღვინო“ შეამოწმებს მიღებულ ნიმუშებს და თანდართულ დოკუმენტაციას. წესების დარღვევით წარდგენილი ნიმუშები კონკურსში მონაწილეობას არ მიიღებს. ორგანიზატორების მიერ ნიმუშების შენახვა მოხდება უსაფრთხო ადგილას, ღვინის შენახვის ოპტიმალური პირობების უზრუნველყოფით.

ჟიური:

საკონკურსო ნიმუშებს გასინჯავს ქართველი და უცხოელი ექსპერტებისგან შემდგარი ჟიური. ჟიურის წევრების რაოდენობა განისაზღვრება მიღებული ნიმუშების რაოდენობით. კომპანიის ანონიმურობა გასინჯვისას დაცული იქნება.

ჯილდოები:

ჯილდოს დამადასტურებელი დიპლომი გადაეცემა ან გადაეგზავნება სარეგისტრაციო ფურცელში აღნიშნულ საკონტაქტო პირს.

შენიშვნა:

საპრიზო კატეგორიების შესაბამისი სტიკერების დამზადება მოხდება მხოლოდ ასოციაცია „ქართულ ღვინო“-სთან შეთანხმებით.

*ქვევრის ღვინო – ღვინო, რომელიც დადუღებული და დავარგებულია არანაკლებ მისი დაწურვის წლის 31 დეკემბრამდე, სრულ ან ნაწილობრივ ჭაჭაზე.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.