2023 წლის 1-2 დეკემბერს, საქართველოში ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი უკვე მეშვიდედ ჩატარდება. კონკურსის მიზანი მსოფლიოსთვის საუკეთესო ქვევრის ღვინოების წარდგენა, ქვევრის ღვინის წარმოების და მოხმარების ხელის შეწყობა; სხვადასხვა ქვეყანაში წარმოებული ქვევრის ღვინის ცნობადობის ამაღლებაა.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ქვევრის* ღვინის მწარმოებლებს, მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან და რეგიონიდან. კონკურსში მონაწილე შეიძლება იყოს ღვინის საწარმო, ინდივიდუალური მეღვინე, კოოპერატივი ან მეღვინეთა გაერთიანება. კონკურსში მონაწილე კომპანიამ თუ კერძო პირმა ნიმუშები შემდეგი სახით უნდა წარადგინოს:
ბოთლის ეტიკეტი უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
წარდგენილი თითოეული ნიმუში უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
ნიმუშების მოტანამდე საჭიროა რეგისტრაცია გაიაროთ ასოციაცია “ქართული ღვინო”-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.gwa.ge, 2023 წლის 27 ოქტომბრამდე.
ნიმუშების მიღება:
პერიოდი: 16-27 ოქტომბერი; 12:00 -დან 16:00 საათამდე;
მის: ასოციაცია „ ქართული ღვინოს“ ოფისი– ზანდუკელის ქ. 7, 0108, თბილისი.
საკონკურსო ნიმუშების გამოგზავნის ბოლო ვადა არის 2023 წლის 27 ოქტომბერი.
*ნიმუშები, რომლებიც არ შეესაბამება საკონკურსო წესებს, უკან არ გაიგზავნება.
ნიმუშის საფასური და გადახდის მეთოდი:
ნიმუშის წარდგენის საფასური შეადგენს 70 ლარს დღგ-ს ჩათვლით.
მიმღების სახელი: ააიპ „ ქართული ღვინო“
მიმღები ბანკი: “ ს.ს. „თიბისი ბანკი“
ბანკის კოდი: TBCBGE22
მიმღების ანგარიში: GE62TB7055136080100006
დანიშნულება: ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსის მონაწილეობის საფასური.
*საგადახდო დავალება უნდა ატვირთოთ რეგისტრაციის დროს.
ნიმუშების მიღება და დასაწყობება:
ასოციაცია „ქართული ღვინო“ შეამოწმებს მიღებულ ნიმუშებს და თანდართულ დოკუმენტაციას. წესების დარღვევით წარდგენილი ნიმუშები კონკურსში მონაწილეობას არ მიიღებს. ორგანიზატორების მიერ ნიმუშების შენახვა მოხდება უსაფრთხო ადგილას, ღვინის შენახვის ოპტიმალური პირობების უზრუნველყოფით.
ჟიური:
საკონკურსო ნიმუშებს გასინჯავს ქართველი და უცხოელი ექსპერტებისგან შემდგარი ჟიური. ჟიურის წევრების რაოდენობა განისაზღვრება მიღებული ნიმუშების რაოდენობით. კომპანიის ანონიმურობა გასინჯვისას დაცული იქნება.
ჯილდოები:
ჯილდოს დამადასტურებელი დიპლომი გადაეცემა ან გადაეგზავნება სარეგისტრაციო ფურცელში აღნიშნულ საკონტაქტო პირს.
შენიშვნა:
საპრიზო კატეგორიების შესაბამისი სტიკერების დამზადება მოხდება მხოლოდ ასოციაცია „ქართულ ღვინო“-სთან შეთანხმებით.
*ქვევრის ღვინო – ღვინო, რომელიც დადუღებული და დავარგებულია არანაკლებ მისი დაწურვის წლის 31 დეკემბრამდე, სრულ ან ნაწილობრივ ჭაჭაზე.
© ღვინის კლუბი/vinoge.com