Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მსოფლიოს უძვირესი სასმელები

შამპანური - Perrier Jouet Belle Epoque Blanc de Blanc, მზადდება განსაკუთრებული ჯიშის ყურძნისგან, რომელიც მოჰყავთ Côtes des Blancs-ის ვენახის ორად ორ პატარა ნაკვეთზე. შამპანურის დასამზადებლად ყურძნის განსაკუთრებული მოსავალია საჭირო. სასმელის ერთი ბოთლი (0,75 ლიტრი) დაახლოებით ათასი ევრო ღირს.

ვისკი - The Macallan Fine&Rare Vintage, 60 წლიანი დაძველების, ჩამოსხმული 1926 წელს. მას ვერანაირ თანხად ვერ შეიძენთ, თუმცა ფასი ცნობილია: 38 ათასი დოლარი. თუ ზედმეტი 10 ათასი არ დაგენანებათ, შეგიძლიათ შეიძინოთ ამ სანუკვარი სასმელის ანალოგი, 1938 წელს გამოშვებული Macallan Fine&Rare.

კონიაკი - L’Art de Martell, კონიაკის სახლ Martell-ის და დიზაინერ ტიერი ლეკულის ერთობლივი შედევრი. 1997 წელს გამოუშვეს ამ კონიაკის 1997 ღვლარჭნილი ფლაკონი.

რომი - ეს სასმელი ბოთლებში 1940 წელს ჩამოასხა იამაიკურმა კომპანიამ Wray&Nephew. დღესდღეობით მისი მხოლოდ ოთხი ჭურჭელიღა არსებობს, თითოეული მათგანი 53 ათას დოლარად არის შეფასებული. ამ რომით აზავებენ ცნობილ კოქტეილ Mai Tai-ს, რომლის ფასიც დღითი დღე იზრდება.

კოქტეილი - Diamonds-Are-Forever. მიუხედავად იმისა, რომ იგი არცთუ იშვიათი ინგრედიენტებისგან მზადდება, დღესდღეობით ყველაზე ძვირადღირებული კოქტეილია. ერთი ბოკალი 11 ათასი ევრო ღირს. საქმე იმაშია, რომ ტრადიციული ზეთისხილის ნაცვლად მასში გამოიყენება 1,6 კარატიანი ალმასი. ეს ალკოიუველირული სასწაული შეგიძლიათ ტოკიოს რესტორან რიც-კარლტონში შეუკვეთოთ.

ლუდი - ბელგიური Vieille Bon Secours. იგი შეგიძლიათ შეიძინოთ ლონდონის ბარში Bierdrome. ბოთლი დაახლოებით ათასი დოლარი ღირს, 1 პინტს 79 დოლარად დაგისხამენ.

ტეკილა - ყველაზე ძვირიანი ტეკილა, დამზადებული კომპანია Tequila Ley. 925-ის მიერ, 2006 წელს გაიყიდა 225 ათას დოლარად. მყიდველმა ვინაობა არ გაამხილა. ეს რეკორდი გინესის წიგნშია დაფიქსირებული. ახლა კომპანია Tequila Ley. 925 აპირებს მოხსნას თავისივე რეკორდი და მსურველებს ტეკილას ერთ ბოთლს 1 მილიონ ევროდ სთავაზობს. 1,2 ლიტრიანი ხელნაკეთი ბოთლი დაფარულია სუფთა ვერცხლის 18 მიკრონიანი ფენით და შემკულია პლატინით და ექვსი ათასი ბრილიანტით. სასმელში 3, 6 და 9-წლიანი დავარგების სახეობებია შერეული. გაყიდვადან შემოსული თანხის ნაწილი საქველმოქმედო ფონდს გადაეცემა.

არაყი - Diva დამზადებულია შოტლანდიელი ოსტატების მიერ ყველა წესის დაცვით. სტანდარტული ბოთლი შემკულია კუბის ფორმის იაგუნდის თვლებით, თუმცა შემკვეთის სურვილისამებრ, იაგუნდი სხვა თვლებითაც შეიძლება შეიცვალოს. შესაბამისად მერყეობს ბოთლის ფასიც - 400-დან 1000 დოლარამდე.

© „მარანი“

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული