Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ევროპელ მევენახეთა მანიფესტი – 2009

მევენახის საქმეა ღვინის დაყენება და გაყიდვა.
მევენახის ღვინო ცოცხალია და სიამოვნების მომგვრელი. ღვინო არის მევენახის ფიქრის, ზვრისა და კულტურული გამოცდილების ნაყოფი.
მევენახისთვის მომხმარებელი არის თანამწარმოებელი.
მევენახე უფრთხილდება, აკეთილშობილებს და ამდიდრებს გარემომცველი ბუნების ბიომრავალფეროვნებას. იგი პატივს სცემს საკუთარი ზვრის წარსულს და ზრუნავს მის მომავალზე.
მევენახემ უნდა შეინარჩუნოს და გაზარდოს ნიადაგის ნაყოფიერება, მანვე უნდა დაიცვას წონასწორობა ზვრის ეკოსისტემაში.
მევენახე, როგორც სიცოცხლის არსის მცველი, უარს ამბობს ხელოვნური სასუქების, მცენარეთა დამცავი სინთეტური პრეპარატების და გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გამოყენებაზე.
მევენახემ უნდა გააცნობიეროს საკუთარი შესაძლებლობების ზღვარი და ყოველ თავის ქმედებაში უნდა ეძიოს არა მაქსიმუმი, არამედ ოპტიმუმი.
მევენახე პასუხისმგებელია თავისი საქმისთვის. მისი შრომა მარგებელი უნდა იყოს როგორც ბუნებისთვის, ასევე მომხარებლებისთვის, თანამემამულეებისთვის და დედამიწის ყველა მაცხოვრებლისთვის.
მევენახე ცდილობს ააწყოს და განავითაროს ურთიერთობები მეზობლად და მოშორებით მცხოვრებ კოლეგებთან, სხვა დარგის სოფლის მეურნეებთან, საკვების მწარმოებლებთან, მზარეულებთან, პედაგოგებთან, კვლევით და სასწავლო დაწესებულებებთან და საერთოდ მოსახლეობასთან.
მევენახის საქმიანობა გამჭვირვალეა – იგი ამბობს იმას, რასაც აკეთებს და აკეთებს იმას, რასაც ამბობს.
ფლორენციაში შეკრებილი ევროპელი მევენახეები, მოვუწოდებთ ეროვნულ მთავრობებს და ერთიანი ევროპის ხელისუფალთ არ შეზღუდონ ბიუროკრატიული დაბრკოლებებით და მითუმეტეს ინდუსტრიისთვის განკუთვნილი წესებით ევროპელ მევენახეთა საქმიანობის თავისუფლება და თავისებურება.
 
7 დეკემბერი, 2009
 
გერმანულიდან თარგმნა სოლომონ ცაიშვილმა
„ღვინის კლუბი“


რამდენადაა დადასტურებული რომ ქართული კომპანიები არ იყენებენ გენმოდიფიცირებულ დანამატებს მაგ. საფუარი.. შაქარი.?


არ არის დადასტურებული. ეგ ცალკე კვლევის საგანია.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.