Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

WINE ENTHOUSIAST TOP 100

ავტორიტეტულმა ამერიკულმა გამოცემამ - Wine Enthousiast -მა წლის საუკეთესოდ გაყიდვადი ღვინოების ტრადიციული ყოველწლიური ასეული გამოქვეყნა. დღეს, როცა ღვინის მაღაზიებისა თუ სუპერმარკეტების თაროები სავსეა თვალისმომჭრელი ეტიკეტებით დამშვენებული ძვირფასი ღვინოებით, შანსი იმისა, რომ შედარებით იაფად კარგი და მართლაც გამორჩეული ღვინო ვიყიდოთ, ძალზე მცირეა. Wine Enthousiast-ის სია ამერიკელებს არჩევანს უადვილებს, რადგან აქ წარმოდგენილი ღვინოების საშუალო საცალო ფასი 15 დოლარია. Wine Enthousiast-ის ექსპერტებმა გასული 12 თვის განმავლობაში ათასობით ღვინო დააჭაშნიკეს, რომელთა მხოლოდ 6.4%-ს ერგო ამ პრესტიჟულ სიაში მოხვედრის პატივი. სია მეტად მრავალფეროვანია, მასში წარმოდგენილია ახალი და ძველი სამყაროს სხვადასხვა რეგიონში დაყენებული ღვინოები, მათ შორის: 30 ამერიკული, 13 ფრანგული, 9 პორტუგალიური, 8 ესპანური, 7 იტალიური, 6 ჩილეური, 5 არგენტინული, 4-4 ახალზელანდიური და ავსტრიული, 3-3 გერმანული და ავსტრალიური, 2-2 ბერძნული და ისრაელის და თითო-თითო ბულგარული, რუმინული, სლოვენიური და სამხრეთაფრიკული ღვინო. წარმოგიდგენთ სიის პირველი ათეულის ღვინოებს და მათ მოკლე დახასიათებას.

 

1. Aveleda 2013 Quinta da Aveleda Estate Bottled Loureiro-Alvarinho (Minho);  90 ქულა, 8$

ღვინო ვინიო ვერდეს რეგიონის საუკეთესო ტრადიციებს წარმოაჩენს. სხეულიანი, ხავერდოვანი ღვინოა, სასიამოვნო, მომრგვალებული დაბოლოებით. საუკეთესო დასალევი იქნება 2015 წლის ჩათვლით. ალკოჰოლური სიმაგრე - 11.5%.

 

2. Barnard Griffin 2012 Fumé Blanc Dry Sauvignon Blanc (Columbia Valley); 91 ქულა, 9$

გამჭვირვალე, მსუბუქი, მცენარეული არომატებით გამორჩეული სოვინიონ ბლანია, რომელშიც კარგადაა გამოხატული ჯიშური თავისებურებები. ალკოჰოლური სიმაგრე - 12.8%.

 

3. Bogle 2012 Essential Red (California);  91 ქულა, 11$

ზომიერად სხეულიანი, შესანიშნავად დაბალანსებული, წითელი მშრალი ღვინოა, სირას, კაბერნესა და პტი სირას ჯიშის ყურძნიდან დაწურული. ხილის, კედრისა და დარიჩინის შთამბეჭდავი არომატით გამოირჩევა, სასიამოვნო, ხანგრძლივი დაბოლოება აქვს. ალკოჰოლური სიმაგრე -   13.5%

 

4. Herdade do Esporão 2011 Quinta dos Murças Assobio (Douro); 94 ქულა,  13 $ 

მძლავრი, ტანინიანი ღვინოა, შავი ხილის არომატებით გაჟღენთილი, რომელშიც ხის მერქნის ნოტებიც გამოსჭვივის. დალევამდე სასურველია კიდევ დაძველდეს. საუკეთესო ფორმაში იქნება 2017 წლისთვის. ალკოჰოლური სიმაგრე - 14%.

 

5. Mano A Mano 2011 Tempranillo (Vino de la Tierra de Castilla); 90  ქულა, 9$ 

თითქმის წარმოუდგენელია, რომ ასეთი ხარისხიანი ტემპრანილიო მხოლოდ 9 დოლარი ღირს! დაწმენდილი, სხეულიანი ღვინოა მწიფე ალუბლის, შავი მოცხარისა და ძირტკბილას არომატებით, დაბოლოებაში პილპილის მსუბუქი ნოტებიც გამოსჭვივის. ალკოჰოლური სიმაგრე 14.5%.  

 

6. Chateau Ste. Michelle 2013 Dry Riesling (Columbia Valley); 91 ქულა, 10$

არომატული, მშრალი რისლინგია, სასიამოვნო მჟავიანობით, ციტრუსის და ტროპიკული ხილის მკვეთრად გამოხატული არომატით. ალკოჰოლური სიმაგრე - 12.5%.

 

7. Château Vincens 2011 Prestige (Cahors); 93 ქულა, 13$

მდიდარი, სავსე, ხალისიანი ღვინოა, ძლიერი სტრუქტურით, რომელშიც შესანიშნავად ერწყმის ერთმანეთს მჟავიანობა და ტანინები. დაძველების შესანიშნავი პოტენციალი გააჩნია, საუკეთესო ფორმაში იქნება 2017 წლიდან. ალკოჰოლური სიმაგრე - 15%.

 

8. DFJ Vinhos 2011 Portada Winemaker’s Selection Tinto (Lisboa);  90 ქულა, 7$

მუქი ძოწისფერი, სხეულიანი, მდიდარი ღვინოა. მწიფე ქლიავისა და კენკროვანი ხილის არომატებით გამოირჩევა, რასაც ცინცხალი მჟავიანობა აბალანსებს. კიდევ უფრო უკეთესი გახდება დაძველების შემდეგ. ალკოჰოლური სიმაგრე - 12.5% .

 

9. Hugl-Wimmer 2013 Wimmer Grüner Veltliner; 90 ქულა, 14 $

ხალისიანი, გამჭვირვალე, მსუბუქი ღვინოა მწიფე მსხლის არომატით, რომელსაც შესანიშნავად ერწყმის ზომიერი მჟავიანობა. ალკოჰოლური სიმაგრე - 13.5%.

 

10. Blue Fish 2012 Sweet Riesling (Pfalz);  89 ქულა, 10$

ორიგინალური, მოხდენილი შეფუთვის მიღმა მეტად სასიამოვნო ღვინო იმალება. შესანიშნავად დაბალანსებული, მინერალური ნოტებითა და ხილის არომატებით გაჯერებული რისლინგია, ლიმნის ცინცხალი მჟავიანობით. ალკოჰოლური სიმაგრე - 11%.

© ღვინის კლუბი /Weekend



ძალიან პრაქტიკული რამეა ამ ჩამონათვალის ქონა. მინიმუმ 5-6 უკვე ვიცი რომ არის "ჩემი სამეზობლოს" ღვინის მაღაზიაში :) ვისაც სრული სია გაინტერესებთ PDF-ში, მიყევით ლინკს: http://www.winemag.com/PDFs/BestBuys2014.pdf

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.