გამოქვეყნებულია: 12 აგვისტო, 2021 - 23:54
სტილი: ქვევრის ტრადიციული კახური ღვინო, 6 თვე ჭაჭაზე დავარგებული.
ადგილი: კახეთი, ახმეტის მუნიციპალიტეტი
ჯიში: ხიხვი
ალკოჰოლი: 14%
ფერი: მოოქროსფრო-ქარვისფერი
სურნელი: ძლიერი მცინარეული ტონებით ხასიათდება, სადაც ასევე ქართულ სუნელებსა და ციტრუსის გამხმარი კანის სურნელსაც იგრძნობთ.
გემო: ზომიერი ტანინების მქონე დახვეწილი, გაწონასწორებული ღვინოა.
კერძი: საუკეთესოა ხაშლამაზე მისაყოლებლად, ჩაქაფულისთვის, ღორის მწვადთან.
მიტანის ტემპერატურა: 11–13°
© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი
თემა:
თქვენი კომენტარი