Home
ქართული | English
მარტი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
242526272812
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

წინანდალი, თბილღვინო, განსაკუთრებული მარაგი, 2011

17.50 ლარი

ჩალისფერი ღვინოა, ძალიან სასიამოვნო პირველი სურნელებით გამოირჩევა, სადაც მწვანე კახურის სიხალასეს მუხის მსუბუქი ზეგავლენა ავსებს. რის შედეგადაც ვიღებთ საკმაოდ მაღალმჟავიან, ძლიერ ღვინოს ატმის ჩირისა და ლიმნის ცედრას ტონებით. ღვინო კარგი მისაყოლებელი იქნება ორაგულიან, ასევე ლორიან სალათებთან.

2014 წლის დახასიათება

ეს ადგილწარმოშობის ღვინო ტრადიციულად, წინანდლის ზონაში დაკრეფილი რქაწითლიდან და მწვანე კახურიდანაა დაყენებული. ღვინო 5 თვის განმავლობაში ძველდებოდა მუხის კასრებში, სწორედ ამიტომ, პირველივე სურნელში იგრძნობა მუხის არომატი, რომელიც მცენარეულ ტონებს ერწყმის. შედარებით მკაცრი, უთქმელი ღვინოა, სასიამოვნო მჟავიანობით და საშუალო ხანგრძლივობის დაბოლოებით. კარგად შეეხამება ძალიან ბევრ კერძს, მსუბუქი სალათებიდან და მოხარშული თევზიდან დაწყებული, ხორციანი სალათებით დამტავრებული.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული