25.00 ლარი
ქინძმარაულის ზონაში მოყვანილი საფერავიდან დაყენებული ღვინოა, რომელმაც შემდეგ გარკვეული დრო მუხის კასრებში გაატარა. ალუბლისფერი ღვინოა, საკმაოდ გამჭვირვალე, სურნელში შავი ხილისა და ჩირის სურნელებით (შავი ბალი, ალუბალი, შავი ქლიავის ჩირი, შავი ქიშმიში). მუხის არომატი კარგადაა შერწყმული სხვა სურნელებთან. ძალზე დახვეწილი, ელეგანტური ღვინოა, სასიამოვნო მჟავიანობითა და ხანგრძლივი დაბოლოებით. მიაყოლეთ სტეიკს, კარგად შემწვარ ხორცს, ძეხვეულს.
2015 წლის შემოდგომის დახასიათება
ეს ღვინო შარშან ზამთარშიც გავსინჯეთ, წლინახევრის წინ, თუმცა წლევანდელი შთაბეჭდილებით, შედარებით დაძველებულია. ფერშიც, ძოწისფერი ჭარბობს და სურნელშიც, კენკრისა და შავი ხილის ტონები ლამის მთლიანად შეცვალეს ჩირის, მურაბისა და სუნელების არომატებმა. მუხის კვალი სურნელში უფრო ჩანს, გემოზე კი იგი შედარებით ინტეგრირებულია. ძლიერი (14%), ტანინიანი, ხასიათიანი საფერავია, შემწვარ ხორცეულთან მისაყოლებელი. ღვინოს კიდევ არაერთი წელი აქცს დავარგების პოტენციალი.
© ღვინის კლუბი /Weekend
თქვენი კომენტარი