Home
ქართული | English
მაისი 2013
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112

მულტიმედია

კომენტარები

საფერავი, ჯაყელები, 2010

34.00 ლარი

2010 წლის მოსავლის საფერავი, ჩემი აზრით, საუკეთესოა ჯაყელების საფერავებს შორის. შინდისფერი ღვინოა, ახალი ღვინისთვის დამახასიათებელი გარეგნობით. სურნელებში მცენარეულ ტონებს გამოვყოფდი - როზმარინი, დაფნა და სხვა საკმაზები, ასევე კენკრა - შავი მოცვი და კუნელი. საკმაოდ სხეულიანი ღვინოა, შენჯღრევის შემდეგ საცეცები დიდხანს რჩება კედლებზე. წინა ხაშმური ვინტაჟებისგან განსხვავებით, ამ ღვინოში აღარ იგრძნობა მუხა, სამაგიეროდ ძლიერი ტანინები აბუჟებს პირის ღრუს სასიამოვნოდ. ეს ძლიერი ხაშმური საფერავი კარგი მისაყოლებელი იქნება ცხვრის მწვადთან და საქონლის სტეიკთან.

© vinoge.com

თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.