Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

რქაწითელი ქვევრის, დერგი, 2009

15.00 ლარი

ნაფარეულის ზონაში დაკრეფილი რქაწითლიდანაა დაყენებული. დადუღდა ქვევრში, რის შემდეგაც ჭაჭა-კლერტზე ორი თვე გაატარა. ქარვისფერი ღვინოა, სასიამოვნო მჟავიანობითა და ცოცხალი, ხალისიანი გემოებით, სადაც ყვავილების ეკზოტიკური ტონებიც შეგიძლიათ გამოარჩიოთ. ღრმაზე უფრო მეტად დამაინტრიგებელი ღვინო ეთქმის. მოყლუპვისას წამიერად გაიელვებს რაღაც, რაც მართალია დიდხანს არ რჩება, მაგრამ შთაბეჭდილებას კი კარგს ტოვებს. მიაყოლეთ შემწვარ წიწილს, შამფურზე შემწვარ ბოსტნეულს.

© ღვინის კლუბი/Weekend



ნამეტანი მაღალმხატვრულადაა დაწერილი :) (шутка)


რა ქნას, სმაილები არ გამოიყინება ჯერ ღვინის მწერლობაში :)



ამ ღვინოზე ხომ უკვე იყო ანოტაცია ??? დანამდვილებით მახსოვს რომ იყო!!! თარიღიც შემიძლია გითხრათ პლასტიკურით გადახდის დროის მეშვეობით, როგორც კი დაიდო საიტზე, იმ დღესვე ვიყიდე ბახტრიოზე... :):):)


ის 2007 წლის დერგი იყო და დაპირებისამებრ 2009 წლის რევიუც დაიდო :)


ძაან კარგი, დღეს მაშინ ამის დავაგემოვნებ :) ალბათ ისევ ბახტრიონზე იყიდება . . .


მეც დავადგი თვალი ამ ღვინოს და იმედია, 6 აპრილს ღვინის კლუბის ქვევრის კახური ღვინოების საჯარო დეგუსტაციაზე იქნება.


იყო და ღირსეულადაც წარსდგა :)

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.