Home
ქართული | English
მაისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

რქაწითელი-მწვანე, ბექა გოცაძის საგვარეულო მარანი, 2012

ახმეტის რაიონში, ბაბანეურის მთისწინებში მოყვანილი რქაწითლიდან და მწვანედანაა ეს ღვინო დაყენებული, ქვევრში, ტრადიციული კახური მეთოდით. ძალიან კარგი გარეგნობა აქვს, სხივიანი ქარვისფერია. სურნელებში პირველ რიგში მცენარეული და ჭაჭა-კლერტზე დავარგებით წარმოქმნილი არომატებია აღსანიშნავი – ქონდარი, ღვია, ბერგამოტის ჩაი და სხვა მსგავსი სურნელები. საკმაოდ ხანგრძლივი დაბოლოებით გამოირჩევა, ძლიერი ტანინები და ახალი ღვინისთვის დამახასიათებელი სიცხარე აქვს. კარგი მისაყოლებელი იქნება ნიგვზიან ბადრიჯანთან, სუნელებით შეზავებულ ხორციან კერძებთან, ხარჩოსთან. 

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული