გამოქვეყნებულია: 1 აპრილი, 2021 - 01:28
სტილი: ქვევრის (ჭურის) ტრადიციული მშრალი ქარვისფერი ღვინო
ადგილი: იმერეთი, თერჯოლა, ალისუბანი
ჯიში: თეთრი კამური, ციცქა
ალკოჰოლი: 12%
ფერი: ელვარე ქარვისფერი
სურნელი: დაუვიწყარი, ტკბილი პირველი არომატები აქვს, სადაც გოზინაყის, გარგრის ჩირის, ლეღვის ჩირის, გადადუღებული თეთრი ბლის მურაბის ტონებს ამოიცნობთ. ასევე მცენარეულ ტონებსაც (ბერგამოტის ჩაი).
გემო: მძლავრი ტანინების მქონე მაღალმჟავიანი, ენერგიული, ხასიათიანი ღვინოა, ხანგრძლივი დაბოლოებით.
კერძი: შემწვარი თევზი და ფრინველი, ნიგვზიანი კერძები (მწვანე და კაკალი ლობიო, ფხალეული), შემწვარი ბოსტნეული
მიტანის ტემპერატურა: 12–14°
© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი
თემა:
თქვენი კომენტარი