Home
ქართული | English

მულტიმედია

La Posta Bonarda, Mendoza, Argentina, 2006

Bonarda როგორც ჩანს იტალიიდან მოხვდა არგენტინაში. მოგეხსენებათ, მანდ ბევრი იტალიელი ემიგრანტი ჩასახლდა მე-19 საუკუნეში (განსაკუთრებით ჩრილოეთ იტალიიდან: Piedmont, Lombardy, Emilia-Romagna) და ალბათ ეს ჯიშიც მათივე ჩატანილია. იტალიშიც ზუსტად ამ რეგიონებში ხარობს ეს ჯიში. ბონარდა გვიან იწევა და კარგი, მზიანი ამინდები სჭირდება, რომ მწვანე, მცენარეული ტონები არ ახასიათებდეს. ამბობენ, რომ კარგ წლებში ბონარდა კლასით მალბეკსაც კი სჯობსო.
მოკლედ ეს ღვინო საკმაოდ სასიამოვნო და კარგი დასალევი აღმოჩნდა. მუქი წითელი-შინდისფერია და მაყვლის, წითელი ბლის, ვანილის, მუხის სურნელი აქვს. გემოზე შავი ქლიავის, კუნელის და შოკოლადის ტონები. დაძველებულია ფრანგულ და ამერიკულ მუხის კასრებში. ალკოჰოლი 13.5%.


© Naotreli

არქივი

სექტემბერი 2010
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930123

გამოკითხვა

რომელი ტიპის მშრალ თეთრ ღვინოს ანიჭებთ უპირატესობას?
კახურს
70%
ევროპულს
30%
სულ 2071 ხმა