მოგეხსენებათ, რაც უნგრეთი ევროკაშირში გაწევრიანდა, ტოკაი სადაო ტერმინი გახდა უნგრულ Tokaji-სა და იტალიურ Tocai Friulano შორის. ამ ორ ღვინოს შორის ასეთი დიდი განსხვავების მიუხედავად (Tokaji ტკბილი სადესერტოა და Tocai მშრალი), ევროსასამართლომ საბოოლოდ უნგრელების სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო და ეს ტერმინიც უნგრელებს დარჩათ. გულგატეხილი იტალიელები გამოსავალს ეძებდნენ და ახალი ტერმინის რამდენიმე ვარიანტიც იყო, მათ შორის "Bianco Friulano" და "Tai," მაგრამ ეხლა მე მგონი საბოლოოდ "Friulano"-ზე დაყაბულდნენ. თვითონ ყურძენი Tocai Fiulano ეკუთვნის Sauvignon ოჯახს და საფრანგეთში იგი Sauvignon Vert-ის სახელითაა ცნობილი.
ეს ღვინო საკმაოდ მსუბუქი და სასიამოვნო დასალივია, ლიმონისა და გარგარის არომატით. სავსე სხეულიანი ღვინოა და გამოირჩევა ხალასი მჟავიანობითა და შესამჩნევი მინერალურობით. გემოზე კარგად იგრძნობა ციტრუსები, მსხალი და ტარხუნა. კარგი იქნებოდა თევზეულთან და ფრინველის ხორცთან.
© Naotreli
თქვენი კომენტარი