Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ღვინის გზამკვლევი 2014

თქვენს წინაშეა ქართული ღვინის გზამკვლევის მესამე, 2014 წლის გამოცემა.

სასიხარულოა, რომ ჩვენი გამოცემა უკვე ტრადიციად იქცა. თამამად შეიძლება ითქვას, იგი უკვე ყოველწლიური, სტაბილური გამოცემაა, სადაც ყველა იმ სიახლეს შეიძლება გაეცნოთ, რომელიც ამ ერთი წლის მანძილზე მოხდა ქართული ღვინის სამყაროში. კიდევ ერთხელ მიწევს იმის გამეორება, რომ ქართული ღვინო თავისი განვითარების უმნიშვნელოვანეს ეტაპს გადის. 2013 წელიც განსაკუთრებულად საინტერესო იყო მევენახეობა-მეღვინეობის თვალსაზრისით ჩვენს ქვეყანაში. ბევრის აზრით, წლევანდელმა რთველმა წარმატებით ჩაიარა, მაღალი იყო ყურძნის ხარისხი, არც სტიქიას დაუზიანებია მოსავალი ისე, როგორც 2012 წელს. 2013-ში არც მოსავლის რაოდენობას უჩიოდნენ მევენახე-მეღვინეები.

მეორე, მნიშვნელოვანი და ამავე დროს, ძალზე საყურადღებო მოვლენა იყო რუსული ბაზრის გახსნა, რაც ქართველ მეღვინეებს დიდ შემოსავალს ჰპირდება, თუმცა არანაკლებია საცდურიც, რომ ქართული ღვინო ისევ ძველ, საბჭოთა ინერციას დაუბრუნდება, ეს კი მნიშვნელოვნად უკან დახევს ბოლო წლების მონაპოვარს. სწორედ ამიტომ, ამ თემას განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მოეკიდოს ყველა, მევენახით და მეღვინით დაწყებული, სახელმწიფო თუ არასამთავრობო ორგანიზაციით დამთავრებული, დიდი კომპანიები და მცირე მარნები, მომხმარებლები, მედია-საშუალებები და ყველა ის ადამიანი, ვინც ქართულ ღვინოს გულშემატკივრობს და ამავე დროს, მისი მუდმივი მომხმარებელი გახდა ბოლო წლების მანძილზე.

კიდევ ერთ განსაკუთრებულ მოვლენაზე მინდა გავამახვილო თქვენი ყურადღება. საქმე ისაა, რომ 2013 წელს Unesco-მ ქვევრში ღვინის დაყენების უძველეს ქართულ მეთოდს მსოფლიოს არამატერიალური კულტურული ძეგლის სტატუსი მიანიჭა, ეს კი, ვფიქრობ, უახლოეს მომავალში განსაკუთრებულ გავლენას მოახდენს ქართული ღვინის ცნობადობაზე, პირველ რიგში ტრადიციული ქართული ღვინის განვითარებაზე, რომელზე მოთხოვნილებაც დღითიდღე იზრდება ადგილობრივ და მსოფლიო ბაზარზე.

წლევანდელი გამოცემა კიდევ უფრო შევავსეთ და განვავრცეთ. საგრძნობლად გაიზარდა რეგიონების თავები, რომლებსაც ძალიან ბევრი კონკრეტული ინფორმაცია დაემატა – ნიადაგები, კლიმატი და მევენახეობა-მეღვინეობასთან დაკავშირებული სხვა დეტალები. გარდა ამისა, გაჩნდა ახალი ქვეთავები: მაგალითად, წელს პირველად გთავაზობთ ადგილწარმოშობის დასახელების შესახებ ცალკე თავს – აქ ნებისმიერ ცნობას იპოვით ამ მიკროზონების შესახებ: ფართობი, ნიადაგები, კლიმატი, საუკეთესო ზვრები, ვაზის ჯიშები, ღვინის დაყენების მეთოდები, ისტორიული ექსკურსები. წიგნში (რუკაზე) ასევე ნახავთ ყველა, 18-ვე ადგილწარმოშობის დასახელების რუკასაც. აქვეა ახალი, 2013 წლის მანძილზე ჩამოსხმული ღვინოების დახასიათებებიც, ყველაზე წარმატებული და სხვადასხვა კონკურსის გამარჯვებული ქართული ღვინოების ჩამონათვალი და მრავალი საინტერესო საცნობარო ინფორმაცია. სიახლეებია ღვინის ტურიზმის თავშიც, დაემატა ახალი ობიექტები, სიმბოლური აღნიშვნები და სხვ.

ერთი სიტყვით, მოიმარჯვეთ ჩვენი წიგნი და იმოგზაურეთ თანამედროვე ქართული ღვინის სამყაროში, გაეცანით წარსულს, შეადარეთ წლევანდელი ღვინოები წინა წლებისას, და რაც მთავარია, დაეხმარეთ ქართულ ღვინოს თვითგამორკვევაში. არ დაგავიწყდეთ, თქვენი რჩევები და სურვილები ძალზე მნიშვნელოვანია!

მალხაზ ხარბედია

ღვინის კლუბის პრეზიდენტი

ალექსანდრე ბაგრატიონ–დავიდოვის ფოტო



გამარჯობა. "ქართული ღვინის გზამკვლევი" 2014წელის გამოშვების ფასი მაინთერესებს თუ შეიძლება მომწერეთ. მადლობა

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული