Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

პატარა საქართველოს დიდი Supra

ისლინგტონში არის ერთი პატარა ქართული რესტორანი, გემრიელი ქართული კერძებითა და ქართული ქვევრის ღვინოებით - პატარა საქართველო (Little Georgia), ასე ჰქვია რესტორანს, რომლის დიასახლისიც თიკო ტუსკაძეა. აქ მან პატარა სამშობლო შექმნა, სადაც საქართველოდან გამოყოლილი დაუვიწყარი გრძნობები გადმოიტანა. ცოტა ხნის წინ რესტორნის მფლობელმა თავისი პირველი კულინარიული წიგნი გამოსცა, Supra: a feast of Georgian cooking. ამ წიგნის შესახებ უკვე რამდენიმე წარმყვანმა ბრიტანულმა გამოცემამ დაწერა.

თიკო ტუსკაძე თავის წიგნში უცხოელ მკითხველს აცნობს ქართული სუფრის ტრადიციასა და კულტურულ მნიშვნელობას, ქართულ ღვინოს, მუსიკას. ავტორი თავისი სამზარეულოს კარს უღებს უცხოელ სტუმრებს, რათა გაუზიაროს მათ ქართული კერძების მომზადების წესები და ტრადიციები. რეცეპტებს კი თან ახლავს პირადი მოგონებებით სავსე საინტერესო ამბები მისი ოჯახის წარსულიდან. ავტორი იხსენებს ოჯახურ სუფრებს საქართველოში, კერძოდ კი მის ოჯახში, სადაც სახლის კარი ყოველთვის ღია იყო. ეს სუფრა სავსე იყო გემრიელი კერძებით და მუდამ ისმოდა სტუმრების სიცილი, სიმღერა ან კამათის ხმები.

წიგნში ქართული კერძების ასზე მეტი რეცეპტია თავმოყრილი. უცხოელებისთვის უკვე კარგად ნაცნობი ხაჭაპური, ქაბაბი, ხინკალი, ასევე მათთვის შედარებით ნაკლებად ცნობილი  ქართული სამზარეულოს კლასიკა – აჯაფსანდალი თუ შქმერული, კვერცხისა და ქინძის წვნიანი, სანელებლებით შეზავებული ძროხის ხორცი, ნიგვზიანი ჩაშუშული, გამომცხვარი კალმახი ბროწეულის სოუსით, ისპანახის ფხალი, ქათმის სალათი ნიგვზით და სხვა.

მასალა უხვადაა გაფორმებული ავტორის დის მიერ გადაღებული კერძების ფოტოებით, წიგნში ასევე ნახავთ როგორც სახლის, ისე ქუჩის სცენებს, საოჯახო ფოტოებს.

კარგად ილუსტრირებული ეს ინგლისურენოვანი გამოცემა საინტერესო საკითხავი იქნება ყველასთვის, ვისაც უნდა აღმოაჩინოს უნიკალური და მრავალფეროვანი ქართული სამზარეულო და ქართული სუფრის გულიდან წამოსული დღესასწაული.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული