Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ღვინის ბაზარი

მოისმინეთ

რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო ღვინის კლუბის პრეზიდენტი მალხაზ ხარბედია. მან ქართული ღვინის პრობლემებსა და პერსპექტივებზე ილაპარაკა საზღვარგარეთისა და ადგილობრივ ბაზარზე და თქვა, რომ ქართული ღვინის მთავარ პრობლემად მაინც ფალსიფიცირებული, უხარისხო ღვინო რჩება, რომლებსაც მომხმარებელს საკვები ობიექტები სთავაზობენ. ასევე პრობლემაა, რომ ბოთლში ჩამოსხმული ღვინის დიდი ნაწილი მეტისმეტად ძვირია. მალხაზ ხარბედიამ ასევე დადებით ტენდენციად მოიხსენია ქართული ღვინის დამზადების წესების მოდერნიზება, რაც ჩვენს შემთხვევაში ტრადიციული ტექნოლოგიების აღდგენას ნიშნავს.

© radiotavisupleba.ge



მართლა რომ გასაკვირია ეს ყველაფერი ღვინის პერსპექტივებზე საუბრობენ თან ფალსიფიკაციას ვითომ ომი გამოუცხადეს საქართველოში დაამარცხეს და ახლა უცხოეთში ებრძვიან. ერთ მაგალითს გეტყვით რატომ არ ინტერესდება ვინმე იმით რომ თელავის ღვინის მარანმა რომ ჩამოასხა ვითომ ”უსახელოურის” ღვინო და ფასი 170 ლარი უდევს 2010 წლის მოსავალზე პრესტიჟულ მაღაზიებში და სინამდვილეში 2010 წელს 1 კგ ყურძენი არ შეუძენიათ ადგილობრივი გლეხებისაგან (ცნობისათვის ამ ჯიშის ყურძენი მოდის მხოლოდ ცაგერის რაიონია ორ სოფელში ოყურეშის და ზუბის ტერიტორიებზე) ვისაც ერთადერთი სარჩო გამოაცალეს ხელიდან. ის ბობოლები კი ზიან და რაგაც ჰიბრიდულ ჯიშებში კლიენტს ამოდენა თანხებს სძალავენ და იმ ნამდვილ უსახელოურში 1 თეთრს არ უხდიან იმ ხალხს ვინაც ეს გადაშენების გზაზე მყოფი უნიკალური ჯიში ისევ აღორძინების გზაზე დააყენეს.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული