გამოქვეყნებულია: 19 აპრილი, 2013 - 13:16
გადაცემა ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელს ლევან დავითაშვილს მასპინძლობს. საერთაშორისო გამოფენები და კონფერენციები, ღვინის ტურიზმი, კანონმდებლობა, რუსული და სხვა საერთაშორისო ბაზრები, ასევე მეღვინეობა-მევენახეობის დარგში არსებული მდგომარეობა - სწორედ ის საკითხებია, რომელსაც მალხაზ ხარბედია სტუმართან ერთად განიხილავს.
ღვინის ტურიზმის პერსპექტივები და ხელისშემშლელი ფაქტორები საქართველოში - ამ საკითხის შესახებ მოისმინეთ სიუჟეტი გადაცემის მეორე ნაწილში.
ასევე მოისმენთ ახალ ამბებს, რომელიც საქართველოსა და მსოფლიოში ღვინის სფეროში მიმდინარე უახლეს მოვლენებს გაცნობთ.
თქვენი კომენტარი