ცოლიკოური, თელიანი ველი, 2005
ღვინო დაყენებულია ტვიშის ზონაში მოწეული ცოლიკოურის ჯიშის ყურძნიდან. ღია ჩალისფერი ღვინოა მომწვანო ელფერით. ხასიათდება ეკზოტიკური ხილის, ახლადმოთიბული ბალახის, მუშმალის ტონებით. სასიამოვნოა, ცოცხალი მჟავიანობით, რაც მას ზაფხულის ერთ-ერთ საუკეთესო ღვინოდ აქცევს. ცოლიკოური რბილი გემოთი გამოირჩევა.
წინანდალი, შუმი, 2005
მალხაზ ხარბედია: "მემგონი ეს ნიმუში ზუსტად შეესაბამება იმ მოთხოვნებს, რითაც წინანდლის ტიპის ღვინო განისაზღვრება ხოლმე. საკმაოდ კარგი ნიმუშია, ჰარმონიული".
დათო მაჭავარიანი: "მართალია თავიდან ცოტა სიხალისე აკლდა და სიმწარეც შესამჩნევი იყო ღვინოში, თუმცა მთლიანობაში მომეწონა".
წინანდალი, ქინძმარაულის მარანი, 2005
შალვა ხეცურიანი: "ძალიან კომპლექსური არომატი აქვს, მდიდარი ხილის ტონებით, მსუბუქი მინერალებით. გემოში უფრო ჩაკეტილია. ბოლოში სიმწარეს ტოვებს."
წინანდალი, თბილღვინო, 2005.
ბონდო კალანდაძე: "რაღაც გარეშე სურნელი იგრძნობა. ცოტათი განსხვავდება იმ ღვინოებისგან, რომელიც ტიპიურია მწვანესა და რქაწითლისთვის. იგრძნობა მუხაც."