Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

პოსტსეზონური ქობულეთის ხაფანგები

რუსუდან სავანელი

ხშირად მსმენია მეგობრებისგან, ქობულეთსა და ბათუმს რომ ადარებენ, დასასვენებლად ქობულეთი ჯობია და გასართობად – ბათუმიო. შესაძლოა დამსვენებლებით და ტურისტებით სავსე ქალაქს მართლაც სხვა ხიბლი აქვს და სხვა დანარჩენი, რომ იტყვიან, კადრს მიღმა რჩება. ეს ყველა ხარვეზი თავს სწორედ სეზონის დასრულების შემდეგ იჩენს. ამ ერთი კვირის წინ ქობულეთში მომიწია ყოფნა და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ჯერ დიდი გზა გვაქვს გასავლელი, სანამ ტურიზმის ქვეყნად ვიქცევით.

შეიძლება ითქვას, რომ სეზონის დასრულების შემდეგ ქობულეთში ცხოვრება წყდება. სეზონი კი არც მეტი, არც ნაკლები, სექტემბრის შუა რიცხვებში სრულდება, როდესაც ჯერ კიდევ არაჩვეულებრივი ამინდებია და მშვენიერი გარემო დასასვენებლად. ყოველ ფეხის ნაბიჯზე უყურებ, როგორ ხურავენ კაფეებსა და ბარებს. ეს ეხება არა მხოლოდ ღია ცის ქვეშ განლაგებულ, არამედ შენობებში განთავსებულ კვების ობიექტებს. ისეთი გრძნობა გიჩნდება, რომ სეზონის დასრულებასთან ერთად ქობულეთი საღათას ძილით იძინებს. საგულდაგულოდ გახსნილი ლამაზი კაფეები მომავალ ზაფხულამდე ფუნქციონირებას წყვეტენ. შეიძლება იფიქროთ, რომ დამსვენებლები არ არიან და მიზეზიც ესაა, სინამდვილეში, დამსვენებლები ისევ არიან. ქუჩებში კვლავ გადააწყდებით ზურგჩანთამოკიდებულ უცხოელ ტურისტებსაც. ღამით დაცარიელებული საზღვაო კურორტი მართლაც უსიამოვნო სანახავია, მითუმეტეს, როდესაც ამ ყველაფერს აქა-იქა აშლილი ასფალტი ემატება. დღისით ეს ყველაფერი ნაკლებად იგრძნობა. საღამოს 9 საათის შემდეგ ჩამი-ჩუმი აღარ ისმის. ლამპიონები ყველგან არ არის და რაღაც მომენტში თავი 90-იანების საქართველოში გგონია. ამ დროს  ძნელად გადაეყრები ღია კაფესა და ბარს. ზოგადად, მომსახურების დონე საკმაოდ დაბალია, ფასები – ძალიან მაღალი და კერძების ხარისხი – შეუსაბამო.

კაფე-ბარებში კერძებისა და მომსახურების თემა ფართო განხილვის საგანია. საღამოს მეგობრებთან ერთად  სასეირნოდ გამოსულს თავი ლუის ბუნუელის ფილმის “ბურჟუაზიის მოკრძალებული ხიბლის” ერთ-ერთი გმირი მეგონა, სადაც ადამიანთა გარკვეული ჯგუფი მთელი ფილმის განმავლობაში სხვადასხვა რესტორანს სტუმრობს და ვახშმობას ვერ ახერხებს. მთელ სანაპიროზე გავყევით და ღია კაფე ვერ ვნახეთ. სულ 2-3 ბარი იყო ღია. ე.წ. green cafe –ში მთელი თავგადასავალი გადაგვხდა. მენიუს გადავხედეთ და ცხელი შოკოლადი მოვითხოვეთ – ამაზე მიმტანისაგან (რომელიც თავისი ჩაცმულობითა და ჰაბიტუსით სრულებით არ ტოვებდა მიმტანის შთაბეჭდილებას) ასეთი პასუხი მივიღეთ: - კარგი რა, რა ცხელი შოკოლადი?!.. არ ჰქონდათ აგრეთვე ესპრესსო, კაპუჩინო და თქვენ წარმოიდგინეთ, არც უბრალო მიწის თხილი. ისიც გავიგე, რომ 4 ლარად შეფასებული ყავა კაპუჩინო აქ ერთჯერად პაკეტებში არსებული ფხვნილებით მზადდება. ბათუმისა და თბილისის კაფეებში ამავე ფასად გაცილებით უკეთეს კაპუჩინოს შემოგთავაზებენ. საბოლოოდ არჩევანი ე.წ. თურქულ ყავაზე შევაჩერეთ, რომელიც სამაოდ თხელი და ნაკლებად არომატული აღმოჩნდა. შემდეგ ერთ-ერთ ზღვისპირა კაფეში შევჩერდით, რომლის სახელწოდებაც ვერ დავადგინე აბრის უქონლობის გამო. პირველი, რაც თვალში ცუდად მომხვდა, წვიმისგან დასაცავად აივანზე გაკრული ცელოფანი იყო. მომსახურებაზე ანალოგიური პრობლემები შეგვექმნა –მიმტანი მოსული არ იყო, რომ პირველივე ეს განგვიცხადა – ნაყინსა და ხინკალს ნუ მოითხოვთ, არა გვაქვსო. ხილის ჩაისთან ერთად ნამცხვარი შევიძინეთ. კაფეში მხოლოდ ერთი სახეობის ნამცხვარი აღმოჩნდა – რულეტი ალუბლითა და ბანანით. სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ ნამცხვარი მართლაც გემრიელი იყო. საერთოდ, აჭარაში და განსაკუთრებით ბათუმში საკონდიტრო ნაწარმის კარგი ტრადიციაა და ბევრგან შეიძლება გემრიელი ნამცხვრის გასინჯვა. აჭარულ ხაჭაპურს, რომელიც საკმაოდ ძვირი, 6 ლარი ღირდა, მთელი 40 წუთი ველოდეთ და ვერ ვიტყვი, რომ თავისი ხარისხით განსხვავდებოდა უბრალო კაფეებში 3-4 ლარად შეფასებული ხაჭაპურისაგან. აღმაშენებელზე მდებარე საკმაოდ მოკრძალებულ კაფე “ოაზისში” გაცილებით დაბალ ფასად და ნაკლებ დროში არანაკლებ გემრიელი ხაჭაპური შემოგვთავაზეს. “ოაზისის” მენიუში გადავაწყდი შილაფლავს, რაც ცუდად მომხვდა თვალში. ვფიქრობ, კაფეს მენიუს შილაფლავი, თათარიახნი, მწვადი, ქაბაბი და მსგავსი კერძები ნაკლებად შეეფერება. “ოაზისი” ინტერიერითა და ინვენტარით ნამდვილად ვერ დაიკვეხნის, მაგრამ მომსახურების თვალსაზრისით green café-ს ნამდვილად ჯობს.

ამ თავგადასავლის შემდეგ ბათუმში ჩასულმა აღმოვაჩინე, რომ ცხოვრება გრძელდება. ქობულეთის ბათუმთან შედარება უბრალოდ არც შეიძლება, ცა და მიწასავით განსხვავდება ერთმანეთისაგან. ფასები თითქმის იგივეა, შეიძლება ითქვას, დაბალიც, მაგრამ მომსახურებაში აშკარა განსხვავებაა. მითად ქცეული კაპუჩინო 4 ლარი ღირს, მაგრამ აქ დაბალი ხარისხის სუროგატს არ გთავაზობენ. გარდა ამისა, ქალაქში ცხოვრება არ წყდება და აშკარად იგრძნობა, რომ სექტემბრის ბოლო ჯერ კიდევ სეზონია! თუმცა ქართული ტურიზმის "მექაშიც" არის პრობლემები, რომლებიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მის დღევანდელ სტატუსს, მაგრამ ქობულეთს მაინც ვერ შევადარებ.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული