Home
ქართული | English
აპრილი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ჩაშუშული კურდღელი შებოლილი ხორცით

საჭირო მასალა: 260 გ შებოლილი ღორის ხორცი, 3 თავი ხახვი, 2-3 ს.კ. ღორის ქონი ან ერბო, 1,5 ს.კ. ფქვილი, 2 ცალი დაფნის ფოთოლი, 60 მლ წითელი ღვინო, მარილი, თეთრი და შავი პილპილი.

მომზადება: გასუფთავებული კურდღელი მსხვილ ნაჭრებად დავჭრათ. გული, ღვიძლი და ფილტვები საშუალო ნაჭრებად დავჭრათ. დავაყაროთ მარილი და პილპილი და შევწვათ ადუღებულ ქონში ორივე მხრიდან. შებოლილი ღორის ხორცი დავმდუღროთ და წვრილად დავჭრათ. დავკეპოთ ხახვი. შებოლილი ხორცი და ხახვი ავურიოთ და დავუმატოთ კურდღლის ხორცს, დავასხათ რამდენიმე კოვზი ცხელი წყალი. დავახუროთ სახურავი და დაბალ ცეცხლზე ვხარშოთ. როცა ხორცი დარბილდება, მოვაყაროთ ფქვილი, დავუმატოთ დაფნის ფოთლები, წითელი ღვინო და 5-8 წუთი კიდევ ვხარშოთ. გარნირად შეგვიძლია მოვამზადოთ კარტოფილი, ბრინჯი ან მოხარშული ბოსტნეული.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული