Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ვარდისფერი ტორტი

საჭირო მასალა: ბისკვიტი – 6 კვერცხი, 6 ს.კ. შაქარი, 6 ს.კ. ფქვილი, 1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი, 1 ჩ.კ. ვანილის შაქარი, წითელი ფერის ტორტის საღებავი

კრემი – 250 გ კარაქი, 0.5 კგ სხვადასხვა კენკრა, 4 ს.კ. შაქარი, მწიკვი ლიომონმჟავა

ვარდისფერი ბეზე – 0.5 ჭიქა კვერცხის ცილა, 3 ჭიქა შაქარი, რამდენიმე წვეთი წითელი საღებავი. მინანქარი – 1 ჭიქა მოცვი, 1 ს.კ. შაქარი, 1 ჩ.კ. სახამებელი.

მომზადება: ავთქვიფოთ კვერცხის ცილა, დავუმატოთ შაქარი, ვანილის შაქარი და კვერცხის გულები. გამაფხვიერებელი ავურიოთ ფქვილში და შევათქვიფოთ კვერცხის მასას. ფორმაში ჩავაფინოთ ცხიმწასმული ქაღალდი, დავასხათ ცომი და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში. იმავე ფორმაში ჩავაფინოთ ცხიმწასმული ქაღალდი და 110 გრადუსზე, 30-60 წუთის განმავლობაში გამოვაცხოთ შაქართან და საღებავთან  ერთად გათქვეფილი ცილა.  კრემისათვის გავთქვიფოთ კარაქი, შაქარი, დავუმატოთ კენკრის ნახევარი. მინანქრის ინგრედიენტები წამოვადუღოთ და შევაგრილოთ. ავაწყოთ ტორტი – ბისკვიტი, კენკრის კრემი, კენკრა, ბეზე და ზემოდან მოვასხათ მინანქარი.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული