Home
ქართული | English
ივნისი 2023
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293012

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

საშობაო მინი კექსები

საჭირო მასალა: 150 გ ერბო, 4 ს.კ. ნაღები, 200 გ შაქარი, 2 კვერცხი, 1 ს.კ. თხელი თაფლი, 1 ფორთოხლის ცედრა და წვენი, 1/4 ჩ.კ. ერთად არეული დაფქული მიხაკი, დარიჩინი, ბადიანი და ჯანჯაფილი. 0,5 ჩ.კ. სოდა, 250 გ ფქვილი, 1 ს.კ. კარტოფილის სახამებელი, თეთრი მინანქარი – მოსართავად.

მომზადება: ერბო და შაქარი გავთქვიფოთ, დავუმატოთ კვერცხი, ნაღები, ფორთოხლის ცედრა და სანელებლები. ფორთოხლის წვენში გავხსნათ სოდა და დავუმატოთ ცომს. სახამებელი და ფქვილი ერთად გავცრათ და შევათქვიფოთ მომზადებულ მასას. ცომი უნდა გამოვიდეს სქელი არაჟნის კონსისტენციის. პატარა ფორმებში ჩავფინოთ ცხიმწასმული ქაღალდის ნაჭრები და 2/3-ზე ჩავდოთ ცომი. ნამცხვარი ვაცხოთ დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში საშუალო ტემპერატურაზე. როდესაც შეგრილდება, ამოვიღოთ ფორმიდან და მოვრთოთ თეთრი მინანქრით.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.