Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

პანეტონე

საჭირო მასალა: 80 გ თბილი წყალი, 15 გ მშრალი ან 45 გ ცოცხალი საფუარი, 650 გ ფქვილი, 120 მლ თბილი რძე, 4 კვერცხი, 2 კვერცხის გული, 130 გ შაქარი, 1 ს.კ. ვანილის შაქარი, 170 გ კარაქი, 300 გ სხვადასხვა ჩირი და ცუკატები, 1 ლიმონის ცედრა, 1 ფორთოხლის ცედრა, 1 კვერცხის გული – წასასმელად.

მომზადება: მოვამზადოთ ცომის ხაში: საფუვრის ნახევარი თბილ წყალში გავხსნათ. დავუმატოთ 80 გ ფქვილი, გადავაფაროთ ხელსაწმენდი და 30 წუთით დავდგათ. სანამ ხაში კარგად აფუვდება, დარჩენილი საფუარი თბილ რძეში გავხსნათ. ფქვილი და კარაქი ერთმანეთს შევასრისოთ, მივიღებთ ოდნავ სველ, ფხვიერ მასას. კვერცხი, კვერცხის გულები, შაქარი და ვანილის შაქარი გავთქვიფოთ და დავუმატოთ რძიან მასასა და ხაშს. შემდეგ დავაყაროთ კარაქისა და ფქვილის ნარევი და მოვზილოთ ცომი. შევურიოთ დაჭრილი ჩირები და ცუკატები, ლიმონისა და ფორთოხლის ცედრა. ცომი ჩავდოთ ზეთწასმულ თასში და გადავაკრათ ცელოფანი. ცომი ასაფუებლად თბილ ადგილას დავდგათ. დაახლოებით 2 საათში, როდესაც ცომის მოცულობა ორჯერ გაიზრდება, ამოვიღოთ და სამ ნაწილად გავყოთ. თითოეული მათგანი მოვათავსოთ ცხიმწასმულ, ფქვილმოყრილ ფორმაში. ცომი ფორმის ნახევარს უნდა ფარავდეს.  როდესაც კიდევ აფუვდება, ზემოდან ჯვარედინად დავსეროთ, წავუსვათ გათქვეფილი კვერცხის გული და შევდგათ წინასწარ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში. 10 წუთის შემდეგ ტემპერატურას დავუწიოთ და 180-170 გრადუსზე ვაცხოთ. როდესაც ნამცხვარს თავი დაებრაწება და შიგნიდანაც გამოშრება (გავსინჯოთ ხის ჩხირით და თუ ცომი არ ამოყვა, მზადაა), გამოვიღოთ ღუმლიდან. ნამცხვარი ამოვიღოთ ფორმებიდან, ბადეზე კარგად გავაგრილოთ და ისე გავჭრათ.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.