Home
ქართული | English

მულტიმედია

ფუნთუშა

საჭირო მასალა: ცომისთვის – 2 ჭიქა თბილი რძე, 2 არასავსე ს.კ. საფუარი 2 კვერცხი, 6 ს.კ. შაქარი, 0,5 ჩ.კ. მარილი, 4 ს.კ. ზეთი.

კრემისთვის: - 1 ჭიქა ფქვილი, 2 ჭიქა შაქარი, 3 ჭიქა რძე, ვანილი და მარილი.
მომზადება: 2 რძეში გავხსნათ 2 ს.კ. საფუარი (ფქვილი გასახსნელი საფუარი ერევა ფქვილში და ისე ემატება დანარჩენ ინგრედიენტებს). ცალკე გავთქვიფოთ კვერცხი 6 ს.კ. შაქართან ერთად, დავუმატოთ მარილი, ზეთი და შევურიოთ რძიან-საფუვრიან მასას, შევურიოთ ფქვილი და მოვზილოთ ნაზი ცომი. შDიგადაშიგ ხელები დავისველოთ ზეთით. მზა ცომი ჩავდოთ თასში, გადავაფაროთ ჩაისტილო და დავდგათ თბილ ადგილას. როდესაც ცომი აფუვდება, ერთხელ ჩავზილოთ და მეორედ რომ აფუვდება უკვე მზადაა გამოსაცხობად.
კრემი: 1ჭიქა ფქვილი, 2ჭიქა შაქარი და 3 ჭიქა მდუღარე რძე ავთქვიფოთ, ჩავასხათ ქვაბში და დაბალცეცხლზე ვხარშოთ, სანამ კარგად არ შესქელდება, შემდეგ კი შევურიოთ ვანილი და გავაციოთ. ცომი დავყოთ პატარა ბურთულებად, გავაბრტყელოთ, თითოეულში ჩავდოთ კრემი, კარგად შევკრათ და წინასწარ გახურებულ ფრიტიურში შევწვათ. ცეცხლი არ უინდა იყოს ძალიან ცხარე, რომ ფუნთუშამ გამოცხობა მოასწროს. კრემის ნაცვლად შეგვილძია გავუკეთოთ სასურველი ხილის ჯემი. ზემოდან მოვაყაროთ შაქრის პუდრა.
 
© ღვინის კლუბი/“Weekend“

არქივი

სექტემბერი 2010
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930123

გამოკითხვა

რომელი ტიპის მშრალ თეთრ ღვინოს ანიჭებთ უპირატესობას?: