საჭირო მასალა: ქათმის 4 ფილე, 1/2 ჭიქა ნუში, 1 კვერცხის ცილა, 1 ჭიქა გარეცხილი მარწყვი, 1 ს.კ. შაქარი, 1 ს.კ. ძმარი ბალზამიკო, 1 ს.კ. სიმინდის სახამებელი, 2-3 ს.კ. ქათმის ბულიონი (შესაძლოა ცოტა მეტიც), 1 ს.კ. წვრილად დაჭრილი ახალი როზმარინი.
მომზადება: წინასწარ გავახუროთ ღუმელი 350 გრადუსამდე. დავფქვათ ნუში. ქათმის ხორცი დავჭრათ პატარა ნაჭრებად და ამოვავლოთ ჯერ კვერცხის ცილაში, შემდეგ კი ნუშის ფანტელში. დავალაგოთ საცხობ ფორმაზე, დავახუროთ თავზე და გამოვაცხოთ 30-35 წთ სანამ არ დარბილდება და შეყავისფრდება. მარწყვის სოუსისათვის შევურიოთ მარწყვი, შაქარი, ბალზამიკო და დავაბლენდეროთ. ჩავასხათ მიღებული მასა პატარა ქვაბში და დავამატოთ ქათმის ბულიონი, სიმინდის სახამებელი და როზმარინის ნაწილი. მივიყვანოთ ადუღებამდე და დაბალ ალზე ვადუღოთ 5 წუთი. ქათამს ზემოდან მოვასხათ სოუსი და მოვაყაროთ როზმარინი.
© ღვინის კლუბი /Weekend
თქვენი კომენტარი