Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

კანადელი მეღვინე ღვინოს პამიდვრისგან აყენებს

ყოფილი ყასაბი პასკალ მიშე, რომელიც კანადაში ბელგიიდან გადასახლდა, უკვე მესამე წელია პამიდვრისგან ამზადებს ღვინოს და მშვენიერი ბიზნესიც აქვს - ყოველწლიურად დაახლოებით 34 ათას ბოთლ პამიდვრის ღვინოს ყიდის. პასკალი პამიდვრის ღვინოს ბაბუის ბაბუისგან დანატოვარი რეცეპტით ამზადებს. მისი თქმით, პამიდვრის ღვინო წარმოების პროცესში იმავე სტადიებს გადის, რასაც ყურძნის ღვინო. მიშე პამიდვრისგან ორი ტიპის ღვინოს აყენებს - მშრალსა და ხავერდოვანს, რომელიც ტკბილ პინო დე შარანტსაც კი შეადარეს.თუმცა მეღვინეს მცირე იურიდიული პრობლემა აქვს - მისი სასმელი ღვინოდ რომ ჩაითვალოს, მან ხელისუფლება უნდა დაარწმუნოს, რომ პამიდორი ხილია (სხვათა შორის, ბოტანიკის თანახმად, პამიდორი სწორედ ხილის ერთ-ერთ სახესხვაობად ითვლება). პამიდვრის ღვინის დასამზადებლად დაახლოებით ცხრა თვეა საჭირო. მიღებულ სითხეში არაფერია ისეთი, რაც პამიდორს მოგაგონებთ - ზუსტად ისე გამოიყურება, როგორც გამჭვირვალე თეთრი ღვინო, 18-გრადუსიანი სიმაგრით. ჯერჯერობით პამიდვრის ღვინის შეძენა მხოლოდ კვებეკისა და მანიტობას მაღაზიებშია შესაძლებელი, თუმცა მიშე გაყიდვების გაფართოებას აშშ-ს, საფრანგეთის, გერმანიის, ლუქსემბურგისა და ნიდერლანდების მიმართულებითაც გეგმავს.

© ღვინის კლუბი/Weekend



მურაბადაა კიდევ გადასარევი :დ


პარალელური ფორმებია, ორივე გამოიყენება.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული