Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

გოგრა ეგვიპტურად

საჭირო მასალა: 1 ცალი  გოგრა, 2 ცალი  ხახვი, 1 ცალი ცუკინი, 400 გ გატარებული ცხვრის ხორცი, 1 ს.კ. კამის თესლი, 1 ს.კ. პაპრიკა, 0,5 ს.კ. დაფქული ქინძის თესლი, 0,5 ს.კ. ცხარე წითელი წიწაკა, მწიკვი დარიჩინი, 3 კბილი დაჭრილი ნიორი, 0,5 ს.კ. გახეხილი ნედლი ჯანჯაფილი, 1 პატარა კონა ოხრახუში, 1 ს.კ. ერბო ან ზეითუნის ზეთი, 80 გ მოხალული კეშიუ, 50 მლ ნაღები, 1 კვერცხი, 50 მლ ბოსტნეულის ბულიონი, ჯავზი, მარილი, პილპილი – გემოვნებით.

მომზადება: გოგრას მოვაჭრათ ყუნწიანი ზედა ნაწილი, ფრთხილად ამოვაცალოთ თესლი და კოვზის საშუალებით ამოვიღოთ რბილობიც ისე, რომ გოგრის კედლები დაახლოებით 2 სმ სისქისა დარჩეს. გოგრას შიგნით მოვაყაროთ მარილი. გოგრის რბილობი, ცუკინი და ხახვი წვრილად დავჭრათ. გულამოცლილი გოგრა ჩავდოთ საცხობ ფორმაში და 180 გრადუსზე 30 წუთი ვაცხოთ. პარალელურად ხახვი მოვშუშოთ ზეითუნის ზეთში, დავუმატოთ ხორცის ფარში და ერთად მოვშუშოთ. ხორცი ამოვიღოთ, ჩავდოთ გოგრის რბილობი, დავუმატოთ მარილი, პილპილი, კამისა და ქინძის თესლი, პაპრიკა, წითელი, ცხარე წიწაკა, ჯანჯაფილი, დარიჩინი, ნიორი და მსუბქად მოვშუშოთ. ავურიოთ კეშიუ, ცუკინი და ოხრახუში. კვერცხი, ბულიონი და ნაღები გავთქვიფოთ, დავუმატოთ ჯავზი, მარილი და პილპილი. ხორცის ფარშში გოგრის ფარში ავურიოთ და  გულამოცლილ გოგრაში მოვათავსოთ. ზედ დავასხათ ნაღებისა და კვერცხის ნარევი და 15 წუთი ვაცხოთ ღუმელში.

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული