Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ჩანახი

 

მასალა: 1 კგ. ცხვრის ცხიმიანი ხორცი, 3 თავი ხახვი, 500 გ. პატარა ზომის ბადრიჯანი, 5-6 ცალი ბულგარული წიწაკა (სასურველია სხვადასხვა ფერის), 2 ცალი მოზრდილი კარტოფილი, 1 ცალი მწარე წიწაკა, 500 გ. მწიფე წითელი პომიდორი, 1 კონა ქინძი და რეჰანი, გადამდნარი ცხვრის დუმა ან ზეთი – შესაწვავად. მარილი და შავი პილპილი – გემოვნებით.

მომზადება: ხორცი დავჭრათ პატარა ნაჭრებად და მოვშუშოთ ხახვთან ერთად. ცალ-ცალკე შევწვათ ბადრიჯანი და კარტოფილი. ბულგარული წიწაკა და კანგაცლილი პომიდორი დავჭრათ მოზრდილ ნაჭრებად. ხორცი და ბოსტნეული ფენა-ფენა ჩავაწყოთ თიხის ქოთანში, შიგადაშიგ მოვაყაროთ დაჭრილი მწვანილი, მწარე წიწაკა, შავი პილპილი, მარილი და შევდგათ კარგად გახურებულ ღუმელში მომზადებამდე.  
 
© ღვინის კლუბი/“Weekend“
 


ბოსტნეული თუ შევწვით და ხორციც ჩავშუშეთ, ქოთანში ჩაწყობა რაღად უნდა მაგას, მგონი ეგ ყველაფერი თავიდანვე უნდა ჩააწყო ქოთანში და ჩაშუშო ერთად. ეგაა ჩანახი, არა?


შეიძლება ისეც და ასეც. ჩანახის რამდენიმე რეცეპტოა და ბევრი ვარიაციაც. როდესაც ბოსტნეული მოუშუშავია, უშვებს წვენს და გამოდის წვნიანი. ამ შემთხვევაშიც, ხორცი ნახევრად მოშუშული მაინც უნდა იყოს. ბოსტნეული ჩაფლავდება და ხორცი ვერ მოასწრებს მომზადებას. ქოთანში ჩაწყობილი მოშუშული პროდუქტები მაინც იღებს თიხის სპეციფიურ გემოს. :) შეგიძლიათ ისეც მოამზადოთ და ასეც. ამ კერძს სომხები სხვანაირად ამზადებენ, აზერბაიჯანელები – სხვანაირად და ქართველები – კიდევ სხვანაირად. :)


მეც მგონია რომ ყველაფერი ერთად რომ ჩააწყო უკეთესი იქნება

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული