Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ტარტალეტები ხიზილალითა და ნაღებით

საჭირო მასალა: ცომი - 125 გ მარგარინი, 0,5 ჩ.კ. მარილი, 1,5 ჭიქა ფქვილი, 1-2 კვერცხის გული, 1/4 ჩ.კ. სოდა. კრემი – 6 ძირი ისპანახი, 2 ცალი სტაფილო, 250 გ კარაქი, 1 ს.კ. 3-4 კბილი დანაყილი ნიორი, მარილი – გემოვნებით. 2-3 ს.კ. წითელი ხიზილალა, მწვანილის ან სალათის ფოთლები – მოსართავად.

მომზადება: ფქვილში ავურიოთ სოდა. მარგარინი დავარბილოთ, დავუმატოთ დანარჩენი ინგრედიენტები და მოვზილოთ ცომი, გავაბრტყელოთ, ამოვჭრათ წრეები,  მოვათავსოთ ტარტალეტის ფორმებში და გამოვაცხოთ საშუალო ტემპერატურაზე. სტაფილო და ისპანახი ცალცალკე მოვხარშოთ. ისპანახი გავწუროთ და დავჭრათ. სტაფილოს გავაცალოთ კანი და ჩავზილოთ. 125 გრამ კარაქს ავურიოთ 2 კბილი დანაყილი ნიორი, მარილი და მიქსერით ავთქვიფოთ ჩაზელილ სტაფილოსთან ერთად. ისპანახი ავთქვიფოთ ბლენდერში, დავუმატოთ დანაყილი ნიორი, კარაქი, მარილი და ეს მასაც ავთქვიფოთ მიქსერის საშუალებით. შეგრილებულ ტარტალეტებში მოვათავსოთ ორივე სახის კრემი და მოვრთოთ ხიზილალითა და მწვანილის ფოთლებით. 

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული