Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ორაგული ცომში

მასალა: 150 გ. ნაღები, 50 გ. არაჟანი, 800 გ. ორაგულის მოგრძო ფილე, 1 კონა მანგოლდის (წითელი ფხალი) მოზრდილი ფოთლები, 400გ. გაყინული ფენოვანი ცომი, მარილი, შავი პილპილი გემოვნებით, 1 კვერცხის გული.

მომზადება: ორაგულს ამოვაჭრათ ფილე, დაახლოებით 30 სმ სიგრძის, ფილეს ნაწილი (დაახლოებით 200გ.) პატარა ნაჭრებად დავჭრათ. მანგოლდის ფოთლები მოვწალოთ, ფოთლებს მოვაჭრათ მაგარი ნაწილი, დავაწყოთ კვადრატული ფორმით. ფოთლებზე წავუსვათ შემდეგი შიგთავსი: არაჟანი და ნაღები ჩავასხათ ბლენდერში, თანდათან ჩავუმატოთ დაჭრილი ფილეს ნაჭრები, შევაზავოთ მარილით და წიწაკით. შიგთავსწასმულ ფოთლებზე დავდოთ თევზის მთლიანი ფილე, დავაყაროთ მარილი და პილპილი და გადავახვიოთ ფოთლებში. ცალკე გავაბრტყელოთ ცომი ისე, რომ მასში გავახვიოთ ჭარხლის ფოთლებში გახვეული თევზის ფილე. რულეტს გარედან წავუსვათ გათქვეფილი კვერცხის გული და ნახევარი საათით შევდგათ მაცივარში, შემდეგ კი დავდოთ თუნუქის ტაფაზე და გამოვაცხოთ ღუმელში, სანამ ცომი არ შეიბრაწება.

თემა:

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.