Home
ქართული | English
აპრილი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

კიტრისა და კრევეტების ბრაწულა

პროდუქტები:
5 მოხარშული კარტოფილი
1 ლ.  მარილ-წყალი
1  ხახვი
1/2 კიტრი
1 ს/კ.  კარაქი
125 გ.  მოხარშული კრევეტები
1/2 კონა კამა
100 მლ. რძე
100 მლ. ნაღები
1 კვერცხი
მარილი, წიწაკა
2 მუჭა გახეხილი ყველი გაუდა
 
მომზადება:
 
ავადუღოთ წყალი, გავუწყოთ მარილი და ჩავყაროთ საშუალო ნაჭრებად დაჭრილი კარტოფილი, ვხარშოთ 10 წუთის განმავლობაში, შემდეგ ამოვიღოთ და გავაციოთ. კიტრი დავჭრათ და გული ამოვაცალოთ. კარტოფილი, კიტრი და ალყა-ალყად დაჭრილი ხახვი კარაქში მოვბრაწოთ, ავურიოთ კრევეტებს და ჩავდოთ წინასწარ მომზადებულ ფორმაში. რძეში გავხსნათ წვრილად დაჭრილი კამა, კვერცხი და ნაღები, გავუწყოთ მარილი და წიწაკა. მომზადებული სოუსი მოვასხათ კრევეტებისა და ბოსტნეულის მასას, ზემოდან მოვახეხოთ ყველი. შემდეგ შევდგათ წინასწარ გახურებულ ღუმელში და დაბალ ცეცხლზე გამოვაცხოთ, სანამ ზემოდან არ შეწითლდება.
 
© ქეთი ადეიშვილი, ნინო ფანჯაკიძე/vinoge.com
თემა:

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.