Home
ქართული | English

მულტიმედია

კალმარები მარინადში

საჭირო მასალა: 1 კგ. კალმარი, 4 ცალი სტაფილო, 1 თავი ხახვი.
მარინადისთვის:2 ს.კ. ზეთი, 3-4 ს.კ. შაქარი, 1/4 ჭიქა თეთრი ღვინის ძმარი, 5-6 ცალი ბაჰარისა და შავი პილპილის მარცვლები, 2 ცალი მიხაკი, 1 ჩ.კ. პაპრიკა, 2 ჩ.კ. მარილი, წიტელი წიწაკა – გემოვნებით.
მომზადება: გარეცხილი და გასუფთავებული კალმარები შევწვათ ზეთში 3 წუთის განმავლობაში. ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი მოვშუშოთ იგივე ცხიმში. მარინადის ინგრედიენტები ზეთისა და ძმრის გამოკლებით მოვათავსოთ ქვაბში, დავასხათ 2 ჭიქა მდუღარე წყალი და 15 წუთი ვადუღოთ, შევურიოთ ძმარი და ზეთი. კალმარებს ავურიოთ დაჭრილი სტაფილო, მოშუშული ხახვი და მოვასხათ მარინადე. ასე გავაჩეროთ 10-12 საათის განმავლობაში.
 
© ღვინის კლუბი/“Weekend“
თემა:

არქივი

სექტემბერი 2010
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930123

გამოკითხვა

რომელი ტიპის მშრალ თეთრ ღვინოს ანიჭებთ უპირატესობას?
კახურს
70%
ევროპულს
30%
სულ 2071 ხმა