Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

იერუსალიმში ქართულმა ღვინოებმა 19 მედალი მოიპოვეს

22 დეკემბერს იერუსალიმში გამართულ გალა საღამოზე ცნობილი გახდა ”Terravino 2011” ალკოჰოლური სასმელების კონკურსის შედეგები, სადაც ქართულმა ბრენდებმა 1 ორმაგი ოქრო, 9 ოქრო, 6 ვერცხლი და 3 სპეციალური პრიზი დაიმსახურეს.

 

ჯილდოების რაოდენობით საქართველო30 მონაწილე ქვეყანას შორის მესამე ადგილზეა.

ორმაგი ოქროს მფლობელი კომპანია სარაჯიშვილის ქართული ბრენდი ენისელი გახდა, რომელმაც ასევე საუკეთესო ქართული სპირტიანი სასმელის პრიზი მიიღო. ოქროს მფლობელ შატო მუხრანის2008 წლის გორულ მწვანეს კი საუკეთესო ქართული ღვინის სტატუსი მიენიჭა.

ოქროს მფლობელები ასევე არიან მწარმოებლები: ქართული ღვინის სახლი, GWS, შატო მუხრანი, სარაჯიშვილი, კახეთის ტრადიციული მეღვინეობა.

შატო მუხრანი, GWS, სარაჯიშვილი და ქართული ღვინის სახლი ვერცხლის პრიზიორებიც გახდნენ, კომპანია შუმთან და თბილღვინოსთან ერთად. აღსანიშნავია, რომ თბილღვინომ საფასო კატეგორიაში ასევე მოიპოვა საუკეთესო ღვინის სპეციალური პრიზი, რაც ისრაელის ბაზარზე დასამკვიდრებლად კომერციული თვალსაზრისით ყველაზე მნიშვნელოვან ჯილდოდ ითვლება.

ღონისძიება”Terravino 2011” ერთ-ერთი გავლენიანი კონკურსია მსოფლიო მაშტაბით, იგი ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციისO.I.V. პატრონაჟით ქ. იერუსალიმში ყოველწლიურად ტარდება. კონკურზე სასმელების დეგუსტაციას ატარებსგამოცდილ სომელიეთა ჯგუფი პროფესორ რაულ კასტელანის ხელმძღვანელობით. წელს საქართველო ჟიურის სტატუსითაც  წარსდგა და ნოემბრის ბოლოს კონკურსზე"სამტრესტთან" არსებული მუდმივმოქმედი სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარემ, ცნობილმა ქართველმა ენოლოგმა ანა გოდაბრელიძემ წარმოადგინა.

ორმაგი ოქრო პირველი პრეცენდენტია საქართველოსთვისO.I.V. საერთაშორისო კონკურსების ფარგლებში. ასევე უპრეცენდენტოა ტერავინოზე მოპოვებული ჯილდოების რაოდენობაც(19), ვინაიდან ეს რაოდენობა საქართველოს მიერO.I.V. კონკურსებში მთელი ისტორიის მანძილზე მიღებული ჯილდოების რაოდენობასაც კი აღემატება.

ალკოჰოლური სასმელებისნიმუშების გაგზავნამდე ექსპორტის ხელშეწყობის სამსახურის მოწვევით საქართველოს ეწვია  სასმელების ექსპერტი ისრაელიდან, რომელმაც გასაგზავნი ღვინო და სპირტიანი სასმელები კონკურსის კრიტერიუმების შესაბამისად და ისრაელის ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით შეარჩია.

"Terravino 2011”-ზე წარმატება ავტომატურად უხსნის ალკოჰოლური სასმელების მწარმოებლებს გზას ისრაელის ბაზარზე შესასვლელად, რომელიც ტურისტული ინდუსტრიის განვითარების მაღალი დონიდან გამომდინარე ერთ-ერთი საუკეთესო საექსპორტო ბაზარია.

ღვინისა და სპირტიანი სასმელების საერთაშორისო კონკურსის შედეგებისადმი მიძღვნილ გალა საღამოს 22 დეკემბერს, ქ. იერუსალიმში ესწრებოდნენ  საქართველოს ელჩი ისრაელში ბატონი ვახტანგ ჯაოშვილი, საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი ქეთი ბოჭორიშვილი, საქართველოს სოფლისმეურნეობის მინისტრის მოადგილე ია ჯანაშია და "სამტრესტთან" არსებული მუდმივმოქმედი სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარე ანა გოდაბრელიძე.

დაჯილდოვების ცერემონიალზე, ჩვენს პორტალთან საუბრისას "ტერავინო"-ს დირექტორმა მოშე პანკმა განაცხადა, რომ კონკურსზე ქართული ღვინის შეფასების შედეგებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

"ტერავინო"-ს მთავარმა ექსპერტმა, ხაიმ გრანტმა კი აღიშნა, რომ ქართული ღვინის მწარმოებლები  ღირსეულად აგრძელებენ იმ ტრადიციებს, რომლითაც მათი წინაპრები საუკუნეების მანძილზე გამოირჩეოდნენ.

იმის გათვალისწინებით, რომ ისრაელში წლიურად ერთ სულ მოსახლეზე 12 ლიტრი ღვინო ისმევა ("ღვინის სმის" ლიდერ ქვეყანაში, საფრანგეთში ეს მაჩვენებელი 14 ლიტრს შეადგენს), აღნიშნულ კონკურსში მნიშვნელოვანი წარმატების შემდეგ, შესაძლოა ქართულმა ღვინომ ისრაელის ბაზარზე სათანადო ადგილი დაიმკვიდროს.

© newsge.co.il

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.