Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ყველაზე ძველი ვისკისთვის უნიკალური გრაფინი შექმნეს

ვისკის ძველმა სახდელმა The Macallan  და ბროლის მწარმოებელმა ლეგენდარულმა ფირმა Lalique–მა ერთობლივი პროექტი განახორციელეს. ეს არის The Macallan-ის 64 წლის დაძველების ვისკი, რომელიც უნიკალური ტექნოლოგიით, ძველებური ტრადიციების მიხედვით დამზადებულ ჭურჭელში ჩამოსხმული გაიყიდება. ამგვარ ძვირფას ჭურჭელში ვისკი ფრანგი იუველირისა და მინის ოსტატის, ფირმა Lalique–ის დამაარსებლის, რენე ლალიკის 150 წლის იუბილეს აღსანიშნავად გამოვიდა. გრაფინის ნიმუშად დიზაინერებმა 1820-იანი წლების ჭურჭელი გამოიყენეს, ვინაიდან სწორედ იმ წლებში ჩაეყარა საფუძველი The Macallan–ის ვისკის სახდელს. გრაფინის კედლებზე მდინარე სპეის პეიზაჟებია გამოსახული. უახლოესი 8 თვის განმავლობაში The Macallan in Lalique Cire Perdue მსოფლიოს დიდ ქალაქებში იმოგზაურებს, მისი შეძენა კი ნიუ-იორკში 2010 წლის 15 ნოემბერს დანიშნულ Sotheby's აუქციონზე იქნება შესაძლებელი. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ლოტის ფასმა შესაძლოა 75 000 დოლარსაც კი მიაღწიოს. აუქციონის გაყიდვებიდან შემოსული თანხა საქველმოქმედო მიზნით დაიხარჯება და განვითარებადი ქვეყნებისთვის სასმელი წყლის მიწოდების კეთილშობილურ საქმეს მოხმარდება.

© ღვინის კლუბი/“Weekend“

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული