Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

წელს Europalia-ს ფესტივალი საქართველოს მიეძღვნება

ყოველ ორ წელიწადში ერთხელ Europalia მრავალფეროვან მხატვრულ პროგრამას ადგენს, რომელიც კონკრეტულ ქვეყანას ან თემას ეძღვნება. ოთხი თვის განმავლობაში ბელგიასა და მის მეზობელ ქვეყნებში Europalia უამრავი მხატვრული, სოციალურ-კულტურული პროექტებით საქართველოს წარადგენს, ქვეყნის საშემსრულებლო და ვიზუალურ ხელოვნებას, კინოს, მუსიკას, ლიტერატურას, ღვინოს და სხვა კულტურულ მახასიათებლებს.

პროგრამაში ცენტრალური ადგილი უჭირავს უნიკალურ ურთიერთქმედებას ხელოვნებასა და მემკვიდრეობას შორის. ფესტივალი აჩვენებს საქართველოს ჩარჩოებს მიღმა, ნაკლებად ცნობილ ტრადიციებს, რეგიონებსა და ხელოვნებას. 

როგორც Traveltomorrow-ზე ვკითხულობთ, პროგრამა შთაგონებულია ქართული სუფრითაც, იქნება შეკრებები მაგიდების გარშემო სადღეგრძელოებისა და საგალობლების თანხლებით. მეორე ძირითადი თემა “ხსოვნაა”, საბჭოთა რეჟიმთან გამკლავება: “ქართველები ძალიან განსხვავებულად უდგებიან დანაკარგსა და მწუხარებას, რაც მათ მიცვალებულთა ხსოვნის სხვადასხვა ფორმასა და ტრადიციებშიც გამოიხატება.” ბრიუსელის ხელოვნებისა და ისტორიის მუზეუმში გამართული კულტურული მემკვიდრეობის გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება საგანძური სხვადასხვა მუზეუმებიდან: “ფესტივალი მოიცავს ქართულ ღვინოსაც, მსოფლიოში ყველაზე ძველს, რამაც ისედაც მრავალფეროვანი კულტურის მქონე მთელი რეგიონი კიდევ უფრო მიმზიდველი გახადა.” - ვკითხულობთ travel tomorrow-ზე. 

Europalia სხვადასხვა ადგილას სხვადასხვა პროგრამით გაიმართება, რომელიც სულ ახლახანს გამოცხადდა. ფესტივალი დაიწყება ხელოვნების გამოფენით 5 ოქტომბერს ბრუსელში, სადაც წარმოდგენილი იქნება 200-ზე მეტი ნამუშევარი საქართველოს ხელოვნების მუზეუმიდან, დავით კაკაბაძის ფონდიდან და კერძო კოლექციებიდან. 27 ოქტომბრიდან სტუმრებს ბრუსელის ხელოვნებისა და ისტორიის მუზეუმში ქართული ნეოლითის პერიოდიდან მოყოლებული მემკვიდრეობის დათვალიერება შეეძლებათ, ღონისძიება კი პირველ რიგში ღვინის გამოფენით დაიწყება: “ღვინო საქართველოში სულ მცირე 8000 წელია იწარმოება, მას თან ახლავს სუფრის ტრადიციები, დახვეწილი სამზარეულო, რომელიც ქვეყნის განუყოფელი ნაწილია. იქნება ოქროსა და ბრინჯაოს უძველესი ნამუშევრებიც.” - წერენ Europalia-ზე. კურატორები იქნებიან პროფესორი ბერნარდ კული და ნინო სიმონიშვილი. ფესტივალის ფარგლებში ბრუსელში წარდგება ქართული ნაციონალური ბალეტი “სუხიშვილები”, იქნება მუსიკისა და პოეზიის საღამოები, ასევე კინოჩვენებები.

ფესტივალი გაიმართება არა მხოლოდ ბრუსელში, არამედ ვალონიაში და ფლანდრიასა და სხვა ქალაქებში. პროგრამა 2024 წლისს 14 იანვრამდე გაგრძელდება 50-ზე მეტი ღონისძიებით. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი თემა ჯერ კიდევ არ არის გამოცხადებული, Europalia სტუმრებს უამრავ ახალ, საინტერესო ღონისძიებას ჰპირდება, რომლებიც საქართველოს უფრო მეტად გააცნობს არა მხოლოდ ბელგიას, არამედ მთელ ევროპას. პროგრამა შეგიძლიათ იხილოთ აქ.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული