Home
ქართული | English
ივნისი 2023
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293012

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ულვაშიანებს ლუდზე ფასდაკლება ეკუთვნით

ყოველი წლის ნოემბერში ულვაში განსაკუთრებით პოპულარული ხდება. მოგეხსენებათ, მსოფლიოს 21 ქვეყანაში ყოველწლიურად ტარდება ნოემბრის აქცია, რომლის მონაწილე მამაკაცები იზრდიან ულვაშს და ფულს რიცხავენ ფონდში, რომელიც პროსტატის კიბოს კვლევას და მკურნალობას აფინანსებს. ამ აქციიდან გამომდინარე ინგლისურ ენაში ასეთი ტერმინიც კი გაჩნდა  Movember (moustache + november). ლას-ვეგასში მდებარე ბარ Sin City Brewing Company-ს მფლობელებმა კი ამ აქციას კიდევ ერთი დანიშნულება შესძინეს და კლიენტების მოსაზიდად გამოიყენეს. ბარის კლიენტი ულვაშიანი მამაკაცები 10%-დან 50%-მდე ფასდაკლებით სარგებლობენ. თუ თქვენ პატარა ულვაში გაქვთ – ისეთი, როგორც ჩარლი ჩაპლინს ჰქონდა, მინიმალურ ფასდაკლებას მიიღებთ, ხოლო თუ კარგა გვარიანად დაწკეპილი ულვაშით გამოცხადდებით, ლუდს ნახევარ ფასად მოგართმევენ.

ბარის მფლობელებმა არც ქალბატონებს დასწყვიტეს გული და გარკვეული გარჯის საფასურად ფასდაკლება მათაც შესთავაზეს. ქალბატონებმა თითზე ულვაში უნდა დაიხატონ, შემდეგ ეს ულვაშიანი თითი საულვაშეზე მიიდონ, ფოტო გადაიღონ და სოციალურ ქსელში ატვირთონ.

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული