Home
ქართული | English
აპრილი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

უალკოჰოლო ღვინომ ექსპერტები დაშოკა

ექიმები ხშირად გვახსენებენ ალკოჰოლის მავნებლობის შესახებ; ღვინის მოყვარულებს ალტერნატივის სახით მის უალკოჰოლო ვარიანტს სთავაზობენ, თუმცა ექსპერტები, რომლებმაც ამ სასმლის რამდენიმე სახეობა გასინჯეს, შოკში იყვნენ მათი ფასის, გემური თვისებებისა თუ სხვა მახასიათებლების გამო. ცნობილი ბრიტანული ჟურნალის Which?-ის ღვინის ექსპერტებმა ბრმა დეგუსტაციის დროს უალკოჰოლო ღვინის 10 სახეობა გასინჯეს. დეგუსტატორები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ამ სასმელებს, რბილად რომ ვთქვათ, გემოს ის სირთულე და სიმდიდრე აკლიათ, რომლითაც გრადუსიანი სასმელები ხასიათდება. უალკოჰოლო ღვინოს ბლანტი ტექსტურა აღმოაჩნდა, რომელმაც დეგუსტატორებს ხილის წვენი მოაგონა, დაბოლოება კი იმდენად უინტერესო იყო, რომ პირში მხოლოდ მომჟავო გემო დატოვა. მოკლედ, ის, რაც მათ გასინჯეს, არანაირად არ ჰგავდა ღვინოს და ერთადერთი, რაც დეგუსტაციის შემდეგ იგრძნეს, უდიდესი იმედგაცრუება გახლდათ. ექსპერტთა აღშფოთება უალკოჰოლო ღვინის ფასებმაც გაამძაფრა – ბოთლის ფასი 2,99-დან 5,99 გირვანქა სტერლინგამდე მერყეობს.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული