Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

უძვირფასესი ვისკი

ვისკის ჭეშმარიტ დამფასებლებს კარგად მოეხსენებათ, რომ წლების მატებასთან ერთად  ამ სასმლის ხარისხი უმჯობესდება და შესაბამისად, მისი ფასიც მატულობს. შოტლანდიური ვისკი - BenRiach Firkin Cask 1978 -   33 წლის წინ, 1978 წელს გამოხადეს და შეზღუდული რაოდენობით - სულ 40 ბოთლი  ჩამოისხა. ეს ფაქტორი ისედაც ძვირფას ვისკის კიდევ უფრო პრესტიჟულს ხდის. აღსანიშნავია, რომ ვისკის დასახელებაში გამოყენებული სიტყვა Firkinაღნიშნავს 40 ლიტრის ტევადობის კასრს. სწორედ ასეთ მუხის კასრში, ტრადიციული მეთოდისა და ტექნოლოგიის სრული დაცვით ვარგდებოდა აღნიშნული ვისკი 33 წლის განმავლობაში. 40 ბოთლი ვისკი გაყიდვაში სულ მალე გამოვა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ეღირება ეს ძვირფასი სასმელი.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.