Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

სუპერმარკეტის სომელიე

თუ საფრანგეთში ჩვეულებრივ სუპერმარკეტში შეხვალთ, თაროზე 800-მდე სახის ღვინოს აღმოაჩენთ. ცხადია, გაგიჩნდებათ კითხვა – რომელი შევარჩიო? რომელი მოუხდება სავახშმოდ მომზადებულ ხბოს ხორცის ჩაშუშულს? და რომელია ჩემთვის ხელმისაწვდომი ღვინო?

ფრანგულმა კომპანია Vinoreco-მ სტატისტიკა შეადგინა იმის შესახებ, თუ როგორ იყიდება ღვინო ფრანგულ სუპერმარკეტებში და საინტერესო შედეგი მიიღო. გაირკვა, რომ:

  • საფრანგეთში ღვინის 84% იყიდება საცალო ვაჭრობით, დანარჩენი პროცენტი კი HoReCa-ს (hotel/restaurant/café) სეგმენტზე ნაწილდება. 
  • 70%-ს ყიდულობენ ქალბატონები.
  • მომხმარებლის 90% არ არის დარწმუნებული, რომ სასმელი სწორად შეარჩია.
  • მყიდველი ღვინის დახლთან საშუალოდ 6 წუთს ატარებს (შედარებისათვის, ყველის დახლთან მხოლოდ 1 წუთით ჩერდება) და მათგან ყოველი მეოთხე ღვინის გარეშე ტოვებს სუპერმარკეტს, რადგან არჩევისას საბოლოოდ ვერ ჩამოყალიბდა.
  • ერთი ბოთლის საშუალო ფასი 3,50 ევროს შეადგენს.

თუ თქვენ ახალბედა ხართ, ღვინის დამოუკიდებლად შერჩევა ძალიან გაგიჭირდებათ. კონსულტანტს მიმართავთ? ისინი ხომ ყოველთვის ერთ ადგილს არ არიან მიჯაჭვულნი. გარდა ამისა, ბევრი მყიდველი არც კი ენდობა მათ კომპეტენციას. მაშ, როგორ მოვიქცეთ, რომ კლიენტი არ დავაფრთხოთ და ღვინის განყოფილებიდან ხელცარიელი არ გავუშვათ?

ელექტრო მოწყობილობისათვის ყველა მყიდველი თანასწორია, ყველას თანაბრად სწრაფად და ირონიული ღიმილის გარეშე ემსახურება. სწორედ ამ იდეით შეიქმნა ელექტრონული სომელიე Max le sommelier – ინტერაქტიული ტერმინალი, რომელიც სუპერმარკეტში შესულ კლიენტს ღვინის შერჩევაში დაეხმარება. მულტფილმის პერსონაჟის მსგავს სომელიეს უკვე შეხვდებით საფრანგეთის 35 სუპერმარკეტში. თუმცა მწარმოებლები გვარწმუნებენ, რომ 9500 მაღაზია მათი პოტენციური კლიენტია.

ელექტრონულ სომელიეს რამდენიმე ღილაკი აქვს. მას შეუძლია, ღვინო შეგირჩიოთ ფასის, წარმომავლობის, ფერის, მისაყოლებელი კერძის მიხედვით. სასურველი კრიტერიუმების შერჩევის შემდეგ კი ის სამ ვარიანტს შემოგთავაზებთ.

30-წამიანი ფიქრის შემდეგ მანქანა ამოგიბეჭდავთ ქვითარს, რომელზეც მითითებულია თარო, რომელზეც შეგიძლიათ ნახოთ შერჩეული ღვინო, შესაფერისი კერძების ნუსხა და სასმელის დახასიათება, რომელიც ყველასათვის გასაგები ენით არის შედგენილი (მაგ. ხილის გემო, მშრალი, ხავერდოვანი და აშ.). ამ გამოგონების მთავარი მიზანია, მომხმარებელს (განსაკუთრებით ახალბედებს) ღვინო სწორად და სწრაფად შეარჩევინოს.

მწარმოებლებმა დამკვეთებზეც ბევრი იფიქრეს – მაღაზიებს არჩევანი აქვთ, შეუძლიათ შეიძინონ ან იქირაონ ელექტრონული სომელიე. დიდი სუპერმარკეტებისათვის ადამიანის სიმაღლის სომელიეები შექმნეს, ნაკლებფართიანი მაღაზიებისათვის კი შედარებით მომცრო ზომის, თუმცა იმავე ფუნქციებით აღჭურვილი.

ყველაფრის მიუხედავად, საზოგადოებაში ერთი კითხვა მაინც ჩნდება: ვინ ქმნის რეკომენდაციას, რომელსაც ელექტრონული სომელიე იძლევა? იქნებ თავად შემქმნელები, ან სუპერმარკეტის თანამშრომლები, ან მოწვეული სომელიეები, ან სულაც ღვინის სამყაროში სახელგანთქმული კრიტიკოსები? ან იქნებ თავად რობერტ პარკერმა დაგვდო პატივი?

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.