გამოქვეყნებულია: 20 ივლისი, 2009 - 15:29
სიღნაღის რაიონის სოფელ ვაქირში ხანძრის შედეგად 70 ჰექტარი ვენახი დაიწვა. როგორც ცნობილია, ხანძარი გუშინ დილით გაჩნდა. მის ჩაქრობას სიღნაღის, გურჯაანის და ლაგოდეხის ხანძარსაწინააღმდეგო ჯგუფები მთელი დღის განმავლობაში ცდილობდნენ, თუმცა ხანძრის ლოკალიზება მხოლოდ საღამოს მოხერხდა. ვაქირის მაცხოვრებლების განცხადებით, შესაძლოა, ხანძარი დაუდევრობის გამო გაჩნდა, თუმცა ისინი არც ხანძრის შეგნებულად გაჩენის ვერსიას გამორიცხავენ. მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე უკვე აღიძრა. გამოძიებას სიღნაღის პოლიცია აწარმოებს. შეგახსენებთ, რომ გასულ წელს, ხანძრის შედეგად კახეთში ათობით ჰექტარი ვენახი დაიწვა.
© pirweli.com.ge
სამწუხაროდ ძირითადად რქაწითელია გადამწვარი.
თქვენი კომენტარი