Home
ქართული | English
თებერვალი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
242526272812

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

საქართველო ამერიკის სამეცნიერო ჟურნალის „Archaeology” 2017 წლის აღმოჩენების ათეულში

ამერიკის არქეოლოგიის ინსტიტუტის საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალმა „Archaeology” საქართველოში აღმოჩენილი უძველესი ღვინის ნაშთები 2017 წლის მსოფლიოს 10 უმნიშვნელოვანეს აღმოჩენას შორის დაასახელა.

„ადრეულ ნეოლითურ ძეგლებზე აღმოჩენილი კერამიკის ქიმიურმა ანალიზმა დაადასტურა, რომ ეს ახლო აღმოსავლეთში გამოვლენილი უძველესი ღვინის ნაშთია. თიხის ჭურჭელზე დიდი რაოდენობით ღვინის მჟავის არსებობა, სხვა ინდიკატორებთან ერთად, წარმოადგენს ყურძნისა და ღვინის ერთ-ერთ ძირითად ბიოლოგიურ მარკერს. ეს ნიშნავს, რომ ამ ტერიტორიაზე ადამიანები ღვინოს ჯერ კიდევ ძვ. წ. 6000 წელს აყენებდნენ - დაახლოებით 500 წლით უფრო ადრე, ვიდრე აქამდე იყო მიჩნეული. ამ ახალი აღმოჩენის მიხედვით, ველური ევრაზიული ვაზი პირველად სწორედ ამ რეგიონში მოაშენეს“ - ნათქვამია გამოცემაში.

ქვემო ქართლში, სოფ. იმირში მდებარე ნეოლითის ხანის არქეოლოგიური ძეგლის - „გადაჭრილი გორას“ შესწავლას საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგთა ჯგუფი ათწლეულებია ახორციელებს.

საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ღვინის ეროვნული სააგენტო და საქართველოს ეროვნული მუზეუმი  საერთაშორისო ინტერდისციპლინარულ სამეცნიერო პროექტს „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევას“ ახორციელებენ.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული